fbpx

იქნებ სწორედ დღევანდელ დღეს დაერქვას „ყველაზე ბედნიერი დღე თქვენს ცხოვრებაში“

ავტორი ჟოლო
908 ნახვა

ყველა ჩვენთაგანს აქვს ოცნება, მაგრამ მხოლოდ ცოტას თუ სჯერა რომ, მათი შესრულება შესაძლებელია. ოცნებები ყოველთვის დარჩება ოცნებებად თუ მათ ფრთები არ შევასხით!

დააკვირდით ოცნებას და მის მნიშვნელობას თქვენს ცხოვრებაში. მთავარია გჯეროდეთ რომ, ნებისმიერი ოცნება რეალობად იქცევა, თუკი მას მიზნად ვაქცევთ და მის განსახორციელებლად ყოველ დღე თუნდაც ერთ ნაბიჯს გადავდგამთ.

ცხოვრება არ არის ისეთი მკაცრი, როგორიც ჩვენ გვგონია, ჩვენ ვართულებთ ხოლმე ჩვენივე აზრებით და მოქმედებებით. დაიჯერეთ რომ თქვენ ხართ იღბლიანი ადამიანი და ცხოვრობთ იმ ლამაზ სამყაროში, სადაც ყოველ დღე ხდება სასწაულები.

ნებისმიერ სირთულეს დადებითი მხრიდან შეხედეთ, ეს რთულია მაგრამ შესაძლებელი… მაშინაც კი როცა ფიქრობთ რომ, დასრულდა, ცდებით რადგან ყოველთვის არსებობს გამოსავალი

გახსოვდეთ რომ განწყობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
იფიქრეთ პოზიტიურად, რაც უფრო მეტი პოზიტიური აზრი გექნებათ მით უფრო ნაკლები უარყოფითი იქნება თქვენს ცხოვრებაში. 

იყავით მადლიერები, ამისათვის უამრავი მიზეზია… მადლიერება გამოხატეთ თქვენი ოჯახის წევრების მიმართ, სახლისთვის რომელშიც ცხოვრობთ, საკვებისათვის რომელიც გაქვთ, სამსახურისთვის რომლითაც უკმაყოფილოები ხართ, თავგადასავლებისათვის, გახსოვდეთ რომ ამ პლანეტაზე უამრავი ადამიანია, რომლებსაც საერთოდ არაფერი გააჩნიათ და ამის მიუხედავათ მადლიერების განცდა არ ტოვებთ არც ერთი წუთით.

იყავით შეუპოვრები, მოიკრიბეთ გამბედაობა და პირისპირ დაუდექით იმ მოვლენებს რაც ასე გაშინებდათ და გაშინებთ. მთელი ცხოვრება შიშით ვერ იქნებით, როდესაც შიშის პირისპირ აღმოჩნდებით, მიხვდებით რომ არც ისეთი ძლიერი არაა როგორადაც გვეჩვენებოდა.

 უსმინეთ იმ ადამიანებს რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს, დაამსხვრიეს ყველანაირი სტერეოტიპი და არა იმათ რომლებიც გეუბნებიან რომ ეს შეუძლებელია, ის რომ უკვე გვიანია და ამისთვის საკმაოდ დიდები ხართ.

მოუსმინეთ ინტუიციას… იფიქრეთ და ისწრაფეთ იმისკენ რაც მთელი გულით გინდათ და სამყარო ამის განსახორციელებლად უამრავ შესაძლებლობას გამოგიგზავნით.

მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული ბედნიერი და წარმატებული ადამიანები ვიქნებით თუ მთელი ცხოვრება წუწუნში და იმაზე ფიქრში გავატარებთ რომ არაფერი გავაკეთეთ რათა გვეცხოვრა ჩვენი ოცნების ცხოვრებით.

არაფერი გადადოთ მომავლისათვის… რა იცით იქნებ სწორედ დღევანდელ დღეს დაერქვას “ყველაზე ბედნიერი დღე თქვენს ცხოვრებაში”

სალომე გოგეშვილი

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment