fbpx

ის, რაც დღეს ქალს ყველაზე ძალიან სჭირდება …

ავტორი ჟოლო
609 ნახვა

💕  ჰარმონია საკუთარ თავთან – ეს არის ის, რაც თითოეული ქალისთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია, რადგან საკუთარ თავთან გამორჩეული და ჰარმონიული დამოკიდებულება ცვლის არა მარტო ქალის მდგომარეობას, არამედ ირგვლივ არსებულ გარემოსაც … ჰარმონიული ქალი გვერდით მყოფ ადამიანებსაც აბედნიერებს.

ანა არველაძის ტრენინგი, სწორედ საკუთარ თავთან განსაკუთრებულ დამოკიდებულებას და საკუთარ სხეულთან დაბრუნებას გვასწავლის. ეს ტრენინგი იმ ჩარჩოებს ანგრევს, რაც ქალებს სოციუმმა დაუწესა.

🔹️აქ ისწავლით საკუთარი სხეულის მოსმენას, მის მიღებას, გამთლიანებას,

🔹️დაეუფლებით ჰარმონიული სასიყვარულო ურთიერთობის ხელოვნებას;

🔹️გაიგებთ მისტიური გეიშას საიდუმლოებებს;

🔹️და რაც ყველაზე მთავარია – გაიცნობთ და შეიყვარებთ საკუთარ თავს, აიმაღლებთ თვითშეფასებას და ისწავლით როგორ იყოთ ის, ვინც სინამდვილეში ხართ.

„ეს არის ის საკრალური ცოდნა, რაც დღეს ქალს ყველაზე მეტად სჭირდება“- ამბობს ტრენერი და ნლპ ქოუჩი ანა რაველაძე.

ანა არველაძე: ქალებს გვაქვს განსაკუთრებული უნარი, ჩვენი ჰარმონიული, შინაგანი მდგომარეობის ბალანსით, ჩვენი საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულებით, მთელი სამყარო შევცვალოთ. ჩვენში არის რაღაც ღვთაებრივი, საოცარი ელექსირი, რომელიც შეგვიძლია ვაფრქვიოთ… მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ ყველა ქალმა არ იცის, თუ რა სიმდიდრის მფლობელია, ამ ენერგეტიკას სათანადოდ ვერ იყენებს.

ამიტომ გადავწყვიტე ის ტექნიკები და ინსტრუმენტები, რაც საკუთარ თავზე გამოვცადე და რამაც რეალურად იმუშავა, სხვა ქალებსაც ამ ტრენინგის საშუალებით გავუზიარო.

ძალიან დიდი სურვილი მაქვს ბევრმა შეცვალოს საკუთარი ცხოვრების მიმართ დამოკიდებულება, ბევრი გახდეს უფრო ბედნიერი და ეს ბედნიერება და ენერგეტიკა აფრქვიოს ირგვლივ მყოფ ადამიანებზე.

მინდა, ყველა ქალმა გაიგოს თუ რა ჯადოსნური განძი იმალება ჩვენში…

მინდა, ის სიახლე და მრავალფეროვნება, რომელსაც ამ ტრენინგზე მიიღებენ ყოველდღიურ პრაქტიკაში გადაიტანონ და რეალურად გააუმჯობესონ და შეცვალონ ცხოვრება. ეს პირდაპირ აისახება ჩვენს მომავალ თაობაზე, ჩვენს შვილებზე… და შევძლებთ, რომ მათაც იგივე კომპლექსები, იგივე ტაბუები არ ჰქონდეთ ცხოვრებაში რაც ჩვენ ცხოვრეებაში იყო.

ამ ტრენინგით ბევრი რამის შეცვლა შეიძლება. ამიტომაც გავხადე ყველასთვის ხელმისაწვდომი.

მთავარია შევცვალოთ საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულება და მთლიანად სამყარო შეიცვლება ჩვენს ირგვლივ.

ტრენინგის ავტორი ანა არველაძე გახლავთ:
✔ პოზიტიური და ტრანსკულტურული ფსიქოკონსულტანტი.
✔ ნეირო-ლინგვისტური პროგრამირების ოსტატი.
✔ლონდონის NLP სკოლის პრაქტიკოსი.
✔ აღმასრულებელი ქოუჩი.
✔ EMDR თერაპევტი.

🕖 ტრენინგი ჩატარების დრო:
2 მარტიდან – 6 მარტის ჩათვლით.
შეხვედრები გაიმართება ონლაინ, – 2, 4, და 6 მარტს, 19 საათზე.

გადადი ბმულზე და გაიგე მეტი 👉

მსგავსი სტატიები