fbpx

მარწყვის ქოხის სიმყუდროვე

ავტორი დადუნა ნადარაია
1.1K ნახვა

თუკი  გსურს ქალაქის  ერთფეროვან  დღეებს გაექცე, დროა 🎒 ზურგჩანთა აიღო და დასასვენებლად იმ ქოხისკენ გაემგზავრო🍹🍓 რომელშიც განტვირთვას და სიმყუდროვეს ნამდვილად იპოვი.

“მარწყვის ქოხში” შეგიძლია თავი  ისე იგრძნო, როგორც საკუთარ  სახლში. შეშის  ღუმელს  დაანთებ, თუნუქის  ფინჯანში ყავას გაიმზადებ და მყუდრო  სავარძელში  მოკალათდები.

ირგვლივ ლამაზი მთები, ტყიდან მონაბერი სიო, სუფთა ჰაერი, გარშემო ერწოს სოფლები და სიონის  წყალსაცავი ძალიან მოგეწონება. იმდენად, რომ შეიძლება  დღიურსაც კი გაუზიარო  შთაბეჭდილებები…

ეს საოცარი ადგილი, ტყის  პირას, ტბის ხედით, თბილისიდან 60 კმ – ში  მდებარეობს, თიანეთის რაიონის დაბა სიონში,  სოფლიდან 2000  მეტრის მოშორებით. გზად დათოვლილი  საბადურების ტყეს გაივლი, რომელიც  წელიწადის  ნებისმიერ  დროს შთამბეჭდავია …

ამინდი  თუ  თბილია  ფანჯრიდან დაინახავ, როგორ თევზაობენ მეთევზეები სიონის წყალსაცავში და რა სიხალისით იმართება სეზონური შეჯიბრებები ტბასთან. მარწყვის ქოხის სტუმრები ხშირად ქირაობენ კოტეჯს იმ  მიზნისთვის, რომ  წყალსაცავზე ამოვიდნენ და ტბაზე მეგობრებთან  ერთად  ითევზაონ.

ქოხში არის: ღუმელი, მაგიდა, სკამები, დივანი, ჰამაკი. თოვლის  ფიფქები და ღუმელში აგიზგიზებული ნაკვერჩხლების ტკაცა – ტკუცი მოგონებებში წაგიღებს.  ბავშვობისა  და ზამთრის ღამეების გახსენება, ვარსკვლავებით  მოჭედილი  ცა, ლამაზი ხედები,  ყველაფერი თავგადასავალია 🍓🍓

📷🤍☔🗞️💕  შეგიძლია განტვირთვა მეგობრებთან ერთად მოიწყო, აქ მათთან ერთად საუკეთესოდ გაერთობი… მოუსმენთ მუსიკას,  დაუკრავთ გიტარაზე, ეზოში  დაანთებთ კოცონს… ცხელი  ჩაით  შეივსებთ ფინჯნებს და ისიამოვნებთ მზის  ჩასვლით😍

ასეთ ადგილებში ადამიანი წუთების სილამაზეს  შეიგრძნობს  და  ცხოვრებას მეტად აფასებს. ..

შენც დააფასე და შეიგრძენი წუთები, რომელშიც ხარ და ბევრად უფრო გაალამაზე ისინი შენი დაუვიწყარი თავგადასავლით. ამის საშუალებას “მარწყვის ქოხი” მთელი თავისი შინაარსით ნამდვილად იძლევა.

ერთი  დღე- ღამე – 80 ლარი, თავსდება  სამი  ადამიანი.

💕💫 პანდემიის  პერიოდში მარწყვის  ქოხში დასვენება  მართლაც  უსაფრთხო  და  სასიამოვნოა.

მარწყვის ქოხი

მსგავსი სტატიები