fbpx

რა უნდა ვიცოდეთ ფილერის შესახებ

ავტორი ჟოლო
3.1K ნახვა

ის, რაც დღეს ძალიან ბევრ ქალს იზიდავს და ალამაზებს, სახის გაახალგაზრდავების ყველაზე პოპულარული მეთოდი და დეფექტების აღმოფხვრა ქირურგიული ჩარევის გარეშეეს ფილერია.

ცხვირის მოდელირება, წვრილი და მსხვილი ნაოჭების შევსება, წარბის, თვალის კუთხის აწევა, ტუჩის მოდელირება, ყვრიმალის და სახის ოვალის მოდელირება… ერთი სიტყვით ის, რაც ადრე ქირურგიული ჩარევის გარეშე მიუღწეველი იყო ქალებისთვის, ახლა უკვე ფილერის მეშვეობით  სავსებით შესაძლებელია.

თუმცა, არის ბევრი რამ რომლის ცოდნაც იმ ქალებისთვის აუცილებელია, რომლებიც ამ პროცედურით არიან დაინტერესებულნი.

სწორედ ამ დეტალების გასარკვევად და საჭირო ინფორმაციის მისაღებად ვეწვიეთ ლიცენზირებულ ექიმს, ეკა ბუხრაშვილს კლინიკა დენტალ ესთეტიკსში.

რა ძირითადი მოთხოვნა აქვთ ქალებს და ყველაზე ხშირად რომელი პროცედურის ჩასატარებლად  მოგმართავენ?

– ამ ეტაპზე  ყველაზე მოთხოვნადი პროცედურა გახლავთ  ცხვირის უსისხლო რინოპლასტიკა ანუ მოდელირება , ტუჩის მოცულობის გაზრდა და ასიმეტრიების კორექცია, სახის ოვალის მოდელირება   და ცხვირ-ტუჩის ნაოჭების  შევსება.

რა უნდა გავითვალისწინოთ ფილერის გაკეთების დროს, რა არის მთავარი და აუცილებელი პირობა?

– პირველ რიგში პროცედურა უსაფრთხო უნდა იყოს, ამისთვის კი აუცილებელია პროცედურა ჩაატაროს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ექიმმა, ხარისხიანი პრეპარატით .

– თუმცა, როგორც ვიცი ქალებს უფრო სხვა მოთხოვნები აქვთ და თქვენთანაც იმის გამო მოდიან, რომ განსაკუთრებული ხედვით გამოირჩევით.

– მადლობა. რაღა დაგიმალოთ და მეც ძალიან  მომწონს ჩემი შედეგები. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია . რა, თქმა უნდა, ესთეტიკური მედიცინაა და ბევრი რამ არის დამოკიდებული ექიმის ხედვაზე. პროფესიონალიზმი კი გულისხმობს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ საქმიანობასაც. ძალიან კარგი უნდა იყო იმ საქმეში რასაც აკეთებ.

 გარდა ამისა სხვა დეტალებიც გასათვალისწინებელია.

იქ სადაც ინექციური პროცედურა ტარდება უნდა იყოს  სტერილიზაცია უმაღლეს დონეზე, ყველანაირი პირობა და სრული კომფორტი უნდა ჰქონდეს პაციენტს პროცედურის დროს. მნიშვნელოვანია ექიმის მიდგომა პაციენტთან. ასევე მნიშვნელოვანია პრეპარატი იყოს ხარისხიანი .

ვფიქრობ, ხედვასთან ერთად, ამ დეტალების გამოც გვყავს  ამდენი კმაყოფილი პაციენტი  ჩვენს  ცენტრში .

– ზოგიერთი ქალი სკეპტიკურად არის განწყობილი ამ ჩარევების მიმართ რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?

– ეს რამდენიმე ფაქტის გამოა: ინფორმაციული სიმცირის, ასევე  იმ გართულებების გამო, რასაც დღეს სოციალურ ქსელშიც ვაწყდებით. ეს კი ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც არაპროფესიონალის მიერ არის ჩატარებული პროცედურა ან საიტიდან გამოწერილი , არაოფიციალური გზით შესყიდული პრეპარატით ხდება პროცედურის ჩატარება. მომწოდებელი აუცილებლად უნდა იყოს ოფიციალურად დარეგისტრირებული კომპანია ,რომელიც პასუხისმგებელია პრეპარატის ხარისხზე.

მე კარგად მესმის მათი. ჩემთანაც მოსულან ასე სკეპტიკურად განწყობილები, ამიხსნია თუ რა არის ფილერი, რას  გულისხმობს პროცედურა და რატომ უნდა ჩატარდეს ხარისხიანი პრეპარატით. მნიშვნელოვანია ექიმის მიერ პაციენტის ინფორმირება ყველა დეტალზე.

ამის შემდეგ უსარგერბლიათ მომსახურეობით და აღფრთოვანებულნიც დარჩენილან. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ  ჩემს პაციენტს ნდობისთვის. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელივანია.

ასე რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვისთან, სად და როგორი პრეპარატით იტარებთ პროცედურებს.

რამდენ ხანში გვიხდება ხელახალი ინექცია?

– ყველა ფილერს თავისი პროტოკოლი აქვს მოქმედების ხანგრძლივობის. საშუალოდ 12-18 თვეში შეუძლია პაციენტს გაიმეოროს პროცედურა.

რას ურჩევდით ქალებს?

– ფილერი იძლევა იმის საშუალებას, რომ ამ მცირედი და უწყინარი ჩარევით ბევრად უკეთესები გავხდეთ. კარგია, იმ მხრივ, რომ არაქირურგიულია და  უმტკივნეულოა პროცედურა. მიღებული შედეგი კი ბევრად უფრო თავდაჯერებულს გხდის და გაბედნიერებს.

ამიტომ,  თუკი რაიმე დისკომფორტს გვიქმნის და შეგვიძლია გამოვასწოროთ ჩვენს ვიზუალში, აუცილებლად უნდა მივცეთ თავს ამის ფუფუნება და საშუალება, რომ ჩავიტაროთ მცირედი პროცედურები და გავხდეთ უფრო მეტად დარწმუნებულები საკუთარ თავში. თავდაჯერებულ ქალს ცხოვრების ყველა სფეროში ძალიან დიდი წარმატების მიღწევა შეუძლია .

Dental Aesthetics • დენტალ ესთეტიკს

მსგავსი სტატიები