ნატურალური ბადაგით დამზადებული ბექას კახური ჩურჩხელები
მეზობლებისთვის რომ გეკითხათ, იი, რა დროოოს ჩურჩხელაა, ვინც აკეთებდა, ისინიც აღარ აკეთებენ, ტურისტები კიდე აღარ არიანო.
მეჩურჩხელეებისთვის რომ გეკითხა, ეჰ, რა ბიზნესი ჩაგვივარდაო…
არავისაც არ ჰკითხა. მამა კი დაუდგა მხარში, პაპას ვენახის რქაწითელი მეზობლების რქაწითელებს შორისაც კი გამოირჩეოდა ფერით და გემოთი და ბადაგიც კარგი იცოდა…
ბებომ კიდევ ისეთი ნაღდი კახური ჩურჩხელების კეთება იცის, შეიძლება თითებიც მიაყოლო 😋😍
რა კრიზისი, კაცო, ჩურჩხელებს ომშიც კი ჭამდნენო და დაიწყო.
აუფ, რაც პირველ ქვაბზე ინერვიულააა სულ წითლად აჭარხლებული დარბოდა ქვაბსა და გასაკიდ ჯოხებს შორის 🙂
მერე ორმოცი ლიტრა ბადაგი კინაღამ გაუფუჭდა – ფქვილმა უღალატა.
მერე პირველ შეკვეთას ელოდა მოუთმენლად, თუმცა დიდხანს არ დასჭირდა ლოდინი…
მერე პირველმა შეფასებამაც მოაღწია და…
ჰო, საშვიც გააკეთა – ღამე რომ მოუნდეს ვინმეს ჩურჩხელით პირის ჩატკბარუნება, უნდა მივუტანოო.
წავიდა და წავიდა საქმე. ფუფუფუ, თვალი არ ეცესო, ბებო წამდაუწუმ გაიძახის 🙂
დღეში ზოგჯერ ათ-თორმეტ მისამართზე მიდის ქალაქის სხვადასხვა კუთხეში, დაუზარებლად და სიყვარულით მიაქვს ყველა პაკეტი.
„ჩურჩხელას“ ფეისბუქის გვერდზე კი ხალისიანი პოსტებით დიდი ბიზნესის პატარა დიასახლისი გხვდებათ, სალომე, თქვენს კითხვებზეც ის პასუხობს და ლამაზად ჩაკუჭკუჭებული ასოებითც ის გწერთ – გემრიელად მიირთვითო
კიდევ მართლია ახლა დავიწყეთ, მაგრამ ერთ ადგილზე ხომ არ გავჩერდებითო.
და ბექამ დასთან, მარიამთან ერთად შოკოლადის ტკბილეულის გაკეთება დაიწყო.
თეთრი შოკოლადის ჩურჩხელა თხილით,
თეთრი შოკოლადის ჩურჩხელა ნიგვზით,
შავი შოკოლადის ჩურჩხელა თხილით,
შავი შოკოლადის ჩურჩხელა ნიგვზით,
ქლიავის ჩირი ნუშის გულით შოკოლადში,
თაფლიანი ხრაშუნა მოხალული თხილები,
ტყლაპის კონუსში ჩაყრილი მოხალული მისიწთხილი შაქრით და სეზამის მარცვლებით…
უჰუჰუჰ
უგემრიელესი ხომ არის,
თან ლამაზ კომპლექტებად „მოპრანჭეს“,
სასარგებლოც ხომ არის – არის აბა, რაა, სუფთა შოკოლადი და სოფლის ნობათია.
თან სამარხვოა და ახალ წელს ვინც მარხვაზეა, შეუძლია პირი ამ გემრიელობებით ჩაიტკბარუნოს.
საახალწლოდ უკვე ღებულობს შეკვეთებს ჩურჩხელებზეც და შოკოლადის ტკბილეულზეც.
კიდევ აქვს ორი მაგარი იდეა, ისევ „გემრიელობებთან“ დაკავშირებით.. მაგრამ ჯერ არ გვიმხელს.
მეტი რაღა ქნას, ჯერ მხოლოდ 22 წლისაა.
მოდი და ნუ დაუჭერ მხარს.
აბა, ვისაც გინდათ გაახაროთ ეს ხალისიანი „მეჩურჩხელეები“ და გახალისდეთ თქვენც, დაურეკეთ, მიწერეთ და იცხოვრეთ გემრიელად 🙂
ნატურალური ბადაგით დამზადებული ბექას კახური ჩურჩხელები
511 13 13 53