fbpx

” ასე იქმნება სტერეოტიპები და ჩნდებიან მოძალადე ქალები და მამაკაცები”…

ავტორი ჟოლო
513 ნახვა

🧠“სექსუალობა ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური, სულიერი და ემოციური განცდებისა და ქცევების ერთობლიობაა, რაც დაკავშირებულია სექსუალური ლტოლვის გამოვლენასა და დაკმაყოფილებასთან და წარმოადგენს ადამიანის ორგანიზმის თანდაყოლილ მოთხოვნილებას და ფუნქციას. ადამიანი იბადება გარკვეული (სექსუალური) პოტენციალით, რომელიც შემდეგ ვითარდება ინდივიდუალური ცხოვრებისეული გამოცდილების საფუძველზე. ის მოიცავს სქესს, გენდერულ იდენტობას და როლს, სექსუალურ ორიენტაციას, ეროტიულობას, სიამოვნებას, ინტიმურობასა და რეპროდუქციას”.

😴ეს ამონარიდია ქვემოთ მოცემული გაკვეთილიდან და ყველამ ვიცით, რომ ასეა. პრობლემა კი იწყება მაშინ, როცა ორგანიზმის თანდაყოლილ მოთხოვნილებას და ფუნქციას კულტურული და რელიგიური ტაბუ ედება, რომელიც მერე გაუცნობიერებლად გადადის თაობიდან თაობაში.

ასე იქმნება სტერეოტიპები და ჩნდებიან მოძალადე ქალები და მამაკაცები, დაუკმაყოფილებელი სექსუალური ლტოლვებით.

– მერე სკოლაში მასწავლებელი ბიოლოგიის სახელმძღვანელოდან გამოტოვებს გაკვეთილს, სადაც სქესობრივი მომწიფების პერიოდზეა სასწავლო მასალა.

– მერე ოჯახის წევრი არ გიპასუხებს შენთვის საინტერესო კითხვებზე საკუთარ სექსუალობასთან დაკავშირებით. ბიჭებს “ქალებში” გაასეირნებენ, გოგონებს თავშეკავებას მოსთხოვენ.

– მერე ცოლი და ქმარი, პარტნიორები ვერ ეწყობიან ერთმანეთს და კომპლექსები ტანჯავთ.

– მერე საზოგადოება თავზე გადაგახევს მორალს.და მერე გვიკვირს, რატომ იკლავენ მოზარდები თავს.

🌺 მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სექსუალური ენერგიის ჩახშობა და დათრგუნვა ხელს უწყობს სუბლიმაციას. ლექსიკონში ეს უკანასკნელი ასეა განმარტებული – ფსიქოლოგიური დაცვის ერთ-ერთი მექანიზმი, რომელიც მდგომარეობს სექსუალური ლტოლვის ენერგიის პირდაპირი მიზნიდან – სიამოვნების მიღება და შთამომავლობის გაგრძელება – გადახრაში და მისი მიმართვა არასექსუალური, სოციალურად მისაღები მიზნებისაკენ.

💜💚💛 საბოლოოდ ვიღებთ საზოგადოებას – უსიყვარულოს, უსიხარულოს, უბედურს, არარეალიზებულს, მოძალადეს.

შეიძლება ხმამაღლა არ გაამხილოთ, მაგრამ შეგიძლიათ თქვენთვის დაწეროთ პასუხები კითხვებზე:

1. რა იქნებოდა დღეს სხვანირად ჩემს ცხოვრებაში, მოზარდობის ასაკში რომ მცოდნოდა ქალისა და მამაკაცის სექსუალობის შესახებ?

2. რა მასწავლა საკუთარმა გამოცდილებამ ისეთი, რაც შემიძლია გავუზიარო სხვა ადამიანს?

3. როგორ ფიქრობ, ვინ უნდა დააკვალიანოს მოზარდი ამ საკითხებზე და რატომ?

Maia-Masho Gogoladze ნეირო ლინგვისტური პროგრამირების პრაქტიკოსი ქოუჩი

მსგავსი სტატიები