fbpx

კოკო შანელის „ოქროს რეცეპტი“ თამარ საგინაშვილის ონლაინ კურსზე

ავტორი დეა თავბერიძე
984 ნახვა

„თქვენ გაფასებენ ზუსტად იმდენად, რამდენადაც თვითონ აფასებთ საკუთარ თავს“, – ამბობდა კოკო შანელი, ის უკვე მრავალი წელია ქალის რეალიზებულობის და წარმატების სიმბოლოდ ითვლება.

თუ გსურთ გაეცნოთ და დაეუფლოთ კოკო შანელის „ოქროს რეცეპტს“ და მიიღოთ ბევრად უფრო სრულყოფილი, უხვი, სავსე, მხიარული, ბედნიერი და წარმატებული ცხოვრება, აუცილებლად ჩაიკითხეთ მოცემული თემა და იმოქმედეთ. 

კოკო შანელის „ოქროს რეცეპტს“ „სამასმეერთე მილიონერის“ ავტორი და წარმატების ექსპერტი თამარ საგინაშვილი გთავაზობთ.

თამარ საგინაშვილი: როგორც ყველა დიდ ადამიანს, მასაც ჰქონდა თავისი საიდუმლო, თავისი წესები, რის დახმარებითაც მან მიაღწია წარმატებას ცხოვრებაში და რამაც გოგონა ბავშვთა სახლიდან, მსოფლიო დონის ქალად აქცია.
რაც მეტად ვეცნობი სამყაროს კანონებს, წარმატების კანონებს, რაც მეტს ვმუშაობ საკუთარ თავზე და სხვებთანაც, რაც მეტ შედეგებს ვაღწევთ, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ადამიანებმა, რომლებმაც კვალი დატოვეს კაცობრიობის განვითრებაში, ძალიან კარგად იცოდნენ ეს კანონები.
მათ არ გაუვლიათ ტრენინგები 🙂
არ ჰყავდათ ქოუჩები 🙂
არ ჰქონდათ ამდენი წიგნი ამ თემაზე.
მაგრამ მათ შინაგანად, ან გადმოცემით ჰქონდათ ის უძველესი სამყაროსეული სიბრძნე, რომელსაც ეყრდნობა თანამედროვე მეცნიერება წარმატების და ჰარმონიული ცხოვრების შესახებ.
ცოდნას ბევრი ღებულობს, მით უმეტეს, ახლა, მაგრამ მთავარი მისი მიღება კი არა, გამოყენებაა. საკუთარ ცხოვრებაზე გატარება, საკუთარი „ოქროს რეცეპტის“ აღმოჩენა.

რასაკვირველია, შანელსაც ჰქონდა თავისი „ოქროს რეცეპტი“, რომლის „ინგრედიენტებსაც“ გაეცნობით კურსზე – კოკო შანელის 12 ოქროს წესი წარმატებისა და თვითრეალიზებისთვის და არა უბრალოდ გაეცნობით, არამედ გააცნობიერებთ, მოირგებთ, გამოიყენებთ და მიიღებთ შედეგებს.

თვითშეფასება – ყველაფრის თავი და თავია.
თვითშეფასებაზე მუშაობით იწყება ჩვენი გზა ჯგუფურ თუ ინდივიდუალურ ქოუჩინგში. თვითშეფასების თემა აუცილებლად არის ნებისმიერი ტრენინგის პროგრამაში, რასაც უნდა ეხებოდეს ეს ტრენინგი.
ამჯერად კი მთლიანად კურსი ეძღვნება ამ უმნიშვნელოვანეს საკითხს.

როგორც თქვენ აფასებთ საკუთარ თავს, ისე გაფასებენ სხვები და ისე გაფასებთ სრულიად სამყარო. და თუ თქვენს ცხოვრებაში რაიმე ისე არ არის, როგორც გსურთ, ნურავის დაადანაშაულებთ ამაში. უბრალოდ დაფიქრდით, რას ნიშნავს ეს ყველაფერი.

თქვენი დღევანდელი ცხოვრება არის ზუსტად ისეთი, როგორი ცხოვრების უფლებასაც თქვენ აძლევთ საკუთარ თავს. ხოლო უფლების მიცემა პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად გრძნობთ თქვენ თქვენს ფასეულობას.
აი, ასეთი ჯადოსნური წრიდან იპოვით გამოსავალს ამ კურსზე და უფლებას მისცემთ საკუთარ თავს მიიღოთ ბევრად უფრო სრულყოფილი, უხვი, სავსე, მხიარული, ბედნიერი და წარმატებული ცხოვრება“.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე

კოკო შანელის 12 ოქროს წესი წარმატებისა და თვითრეალიზებისთვის

 

მსგავსი სტატიები