მოიწყვეთ სარვამარტო ველნესუქმეები ბათუმში, პიაცაზე, ჩვენს საყვარელ @Hotel 16 ში.
Wellness Academy Georgia– პირველი მულტიფუნქციური სასწავლო პორტალი საქართველოში და მე, თამარ საგინაშვილი ვთვლით, რომ გადატვირთვა და ახალი ენერგია ახლა ყველას ჭირდება. მითუმეტეს, თუ ეს ისეთ საოცარ ქალაქში ხდება, როგორც ბათუმია და ამასთანავე თუ სასურველ გარემოცვაშიც ხარ. ამიტომაც 5-6-7-8 მარტს ბათუმში გიწვევთ.

პროგრამაშია:
✔️გაჯანსაღება
✔️გახალისება
✔️ურთიერთობა
✔️გართობა
✔️ღვინის ველნესი ვერანდაზე
შეხვედრების თემებია:
საკუთარი თავის „ენეჯაიზერი“ სამი ნაბიჯი სასიცოცხლო და გამაჯანსაღებელი ენერგიის მუდმივ წყაროზე „მისაერთებლად“ (ეს წყარო თქვენშია, რაიმე ჯადოსნობა არ გეგონით.
როგორ გრძნობთ თავს, როცა უენერგიოდ ხართ? შეგიძლიათ ადგეთ, წახვიდეთ და წარმატებული პროექტი განახორციელოთ?
ენერგია გვჭირდება ყველაგან და ყველაფრისთვის: სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის, ურთიერთობებისთვის, თავის მოვლისთვის, შვილების გაზრდისთვის, რეალიზებულობისთვის, შემოსავლების მიღებისთვის, წარმატების მიღწევისთვის, სიამოვნების მიღებისთვის, მოგზაურობისთვის, ცეკვისთვის, ჭორაობისთვის… ყვე-ლა-ფრის-თვის.
არ არის ენერგია – არ არის არაფერი.

თვით გაყიდვებიც კი მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ენერგიული ხართ თქვენ და რა ენერგიას დებთ თქვენს პროდუქტსა თუ შეთავაზებაში.
ამ ვორქშოფზე თქვენ სწავლობთ ენერგიის აღდგენას მარტივად და სწრაფად.
უფრო ზუსტად კი:
ნაბიჯი პირველი: პოულობთ „ხვრელებს“, საიდანაც გაედინება თქვენი ენერგია.
ნაბიჯი მეორე: ვაანალიზებთ უენერგიობის მიზეზებს.
ნაბიჯი მესამე: ივსებით ენერგიით იმ წყაროებიდან, რომლებიც არასოდეს ილევა.
ეს არის უნიკალური პრაქტიკა, რომლის მეშვეობით თვითონ პოულობთ თქვენი ენერგიის ყველაზე მძლავრ წყაროებს, რომლებიც სულ თქვენთანაა.
ასევე, სწავლობთ ენერგიის შენარჩუნების სამ მარტივ წესს.
მეორე შეხვედრა:
მასტერკლასი „გარემო, რომელიც მთრგუნავს“ – როგორ დავიხსნათ თავი ნეგატივისგან და ვისაუბროთ ისე, რომ მოგვისმონონ და გაიგონ.

გიფიქრიათ ოდესმე:
✔️რატომ არ მაფასებენ?
✔️რატომ არის უმადური ის, ვისაც ყველაზე მეტად გადავყევი?
✔️რატომ არ აინტერესებთ ჩემი აზრი?
✔️რატომ არ მისმენენ?
✔️რატომ არ მცემენ პატივს ისე, როგორც მე მიმაჩნია საჭიროდ?
რატომ… რატომ… რატომ…
მაშ, ასე, ვსწავლობთ 4 მთავარ წესს:
წესი 1. ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს.
წესი 2. ყველა მიზეზს აქვს ფესვები და რაც უფრო მყარია ეს ფესვები, მით უფრო რთულია ამ მიზეზის მოშორება.
წესი 3. ფესვების არსებობ-არარსებობა 95 პროცენტით ჩვენზეა დამოკიდებული
წესი 4: რაც ჩვენზეა დამოკიდებული, იმის შეცვლაც შეგვიძლია.
პრაქტიკული ნაწილი: როგორ შევცვალოთ ის, რაც არ მოგვწონს?
მარტივი სავარჯიშოებით.
ვსწავლობთ სავარჯიშოებს და ადგილზე ვიწყებთ იმ ცვლილებებს, რომლისთვისაც მოხვედით ამ საღამოზე.
ამ ოთხდღიან შეხვედრას აგვირგვინებს 8 მარტის აღსანიშნავად გამართული სადღესასწაულო ვახშამი-შოუ: მე რომ ვარსკვლავი ვიყო. ვირგებთ ჩვენი იდეალური „მეს“ როლს. (დრესკოდი: როლის შესაფერისი კოსტიუმი, სადღესასწაულო განწყობით). ეს იქნება დღე, რომელიც საფუძველს ჩაუყრის თქვენს გზას იდეალურ მემდე. ამ გზას კი ნამდვილად გაგიადვილებთ ის ტექნიკები, რომელსაც ამ ოთხ დღეში მიიღებთ.
პაკეტი 1
თქვენი ინვესტიცია შეადგენს 98 დოლარს.
წარმატებებს გისურვებთ

P.S მსურველები დაპლიუსდით, რომ ველნეს უქმეების განრიგი და სურვილის შემთხვევაში VP პაკეტის შემოთავაზება და ფასები გამოგიგზავნოთ.
ადგილების რაოდენობა, სიტუაციიდან გამომდინარე, რასაკვირველია, შეზღუდულია.
ადგილის დასაჯავშნად დარეგისტრირდით ან მოგვწერეთ მესენჯერში.