რამდენიმე ხნის წინ აღმოვაჩინე, რომ საქართველოში არის გადამზიდი კომპანია AEX -ი, რომლის დახმარებითაც შეგვიძლია თანამედროვე მოდის ტენდენციებს მივსდიოთ და ყველაზე პოპულარულ თურქულ ონლაინ მაღაზიებში ვიშოპინგოთ. ასევე ვისარგებლოთ მიტანის სერვისითაც და დავზოგოთ დრო.
გაზაფხულის დადგომისას, როდესაც ფიქრები და განწყობა იცვლება, გვინდა ფერები შევმატოთ ჩვენს ცხოვრებას და გარდერობის განახლებაზე ვიწყებთ ზრუნვას. ტრენდული ახალი სამოსი გვეხმარება გამოვიყურებოდეთ თავდაჯერებულად და მიმზიდველად .
პანდემიამ სამყარო სხვა ფერებში დაგვანახა. შეიძლება ადრე იშვიათად ვსარგებლობდით ონლაინ შოპინგით, მაგრამ ახლა ხშირად მივმართავთ ამ სერვისს.
მოთავსდი მყუდროდ სავარძელში, და იმოგზაურე ვირტუალურად მოდის სამყაროში, კვლავ მიიღე სიამოვნება და დადებითი ემოციები შოპინგით და შექმენი სასურველი ტრენდული გარდერობი. აუწყვე ფეხი თანამედროვე სამყაროს მარტივად.
ხარისხიანი ნივთების შეძენას და თურქეთიდან საქართველოში უსაფრთხო ტრანსპორტირებას კომპანია AEX – ი გვთავაზობს.
რა არის ამისთვის საჭირო?
კომპანიას უგზავნით თქვენთვის სასურველი ნივთის ბმულს, და ყოლველგვარი რეგისტრაციის გარეშე შეძლებ ნივთის შეძენას თურქულ ონლაინ მაღაზიებში, რომელსაც ძალიან მალე საქართველოს მასშტაბით სახლშივე მოგიტანენ.
რა ხდება იმ შემთხვევაში,თუკი ნივთი დაიკარგება ?
თქვენ თანხა გიბრუნდებათ, ასევე იმ გარკვეულ შემთხვევებშიც, თუ სხვა ფერის, სხვა ზომის ან სულაც სხვა ნივთი მიიღეთ, ისინი დაიბრუნებენ შეძენილ ნივთს და თქვენ სრულად აგინაზღაურდებათ საფასური.
AEX კომპანია წარმოადგენს ელიტ სტატუსს თურქულ ონლაინ მაღაზიებში, რის შედეგადაც მომხმარებელს აქვს გარკვეული პრივილეგიები კომპანიის მეშვეობით, შეკვეთის გაფორმება, ისეთ ონლაინ მაღაზიებთან, რომლებთანაც საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ შესაძლებლობა პირადად შეიძინონ პროდუქცია.
გამოიწერე ამანათები თურქეთიდან ყველაზე სწრაფად და მიიღე ნივთი მთელი საქართველოს მასშტაბით სახლში მიტანით სრულიად უფასოდ!
AEX გადამზიდი კომპანია
მოამზადა დადუნა ნადარაიამ