fbpx

“ყველა დღეს მიეცი საშუალება, იყოს ყველაზე ბედნიერი შენს ცხოვრებაში”- გამონათქვამები ბედნიერებაზე

ავტორი ნინო გონგაძე
1,567 ნახვა

= იყავით დამნაშავე ადამიანის ბედნიერებაში, დამერწმუნეთ არავინ გაგასამართლებთ.

= ბედნირებაა, როდესაც დილით სამსახურში წასვლა გიხარია და საღამოს სიხარულით ბრუბდები სახლში.

= ერთ სიკეთეს რომ მეორე მიაყოლო, ისე რომ შუალედიც არ დარჩეს – აი, რა მიმაჩნია ბედნიერ ცხოვრებად.

= ადამიანები აუცილებლად იქნებიან ბედნიერნი, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ ჩათვლიან ბედნიერებას ცხოვრების მიზნად.

= ადამიანი თავის შეცდომებს აგროვებს და მერე მას ბედისწერას არქმევს.

= ბედნიერი ვარ, რადგან დრო არ მაქვს ჩემს უბედურებაზე ვიფიქრო.

= ყველაზე დიდი სასჯელი უბედურების ჟამს ბედნიერი დროის გახსენებაა.

= ნუ იბადები ლამაზი, დაიბადე ბედნიერი.

= უბედურება არასოდეს არ იგვიანებს, ბედნიერებას სულ ყოველთვის აგვიანდება.

= ბედნიერი ცხოვრება არ არსებობს, არსებობს ბედნიერი დღეები.

= არ არსებობს ბედნიერებაზე უკეთესი კოსმეტიკა.

= გიყვარდეს და უყვარდე – არ არსებობს ამაზე მეტი ბედნიერება ამ ქვეყანაზე.

= უბედურებას თუ შეუშინდი, ბედნიერებაც აღარ იქნება.

= როდესაც ბედნიერებისკენ მიმავალი ერთი კარი იხურება, აუცილებლად იღება მეორე, მაგრამ ხშირად იმდენად დიდხანს ვუყურებთ დახურულ კარს, რომ ვერც კი ვამჩნევთ ახალ შანსს.

= სრულყოფილი ბედნიერება იმაში მდგომარეობს, რომ სხვები გააბედნიერო.

= ბედნიერებას ყველა ეძებს, მაგრამ ცოტანი პოულობენ მას იქ, სადაც ის არის.

= ბედნიერების გასაღები არ არსებობს, კარი ყოველთვის ღიაა.

= ფულს არ მოაქვს ბედნიერება, მაგრამ საოცრად დამამშვიდებლად მოქმედებს.

= ბედნიერებაა, როდესაც შენ არ იტყუები, რომ ბედნიერი ხარ.

= ყველა დღეს მიეცი საშუალება, იყოს ყველაზე ბედნიერი შენს ცხოვრებაში.

= ბედნიერება ის სუნამოა, რასაც სხვას ისე ვერ აპკურებ, თავად არ დაგეცეს ორიოდე წვეთი .

= თუ გინდა, რომ ბედნიერი იყო, მთელი არსებით უნდა მიეცე საყვარელ საქმეს, მაშინ დრო არ დაგრჩება იმის განსასჯელად, ხარ თუ არა ბედნიერი.

= არსებობს სულიერი ბედნიერების 2 სახეობა: სულის სიმშვიდე (სუფთა სინდისი) და ყოველთვის მხიარული გული. პირველი შედეგია უდანაშაულობის შეგრძნებისა, მეორე -ბუნების საჩუქარია.

= ბედნიერება არ არის სულმოკლე კაცის მეგზური.

ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება და არ იციან, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment