ებრუს მეთოდით მხატვრობა “ქითრედ” წოდებული წებოს ერთ-ერთი სახეობით და სპეციალურად დამზადებული საღებავებით კონცენტრირებული წყლით ქაღალდზე გადატანილი დეკორატიული ხელოვნებაა. დაახლოებით აკვარელს ჰგავს. “ებრ” სპარსულად “მოლივლივე”, “ტალღოვანს” ნიშნავს, რაც სავსებით შეესაბამება მის სტილს, იაპონელებს იმდენად მოსწონდათ, რომ კედლის დეკორატიულ ქაღალდებად იყენებდნენ. ინგლისელები “მარბლ”-ს უწოდებენ. მარმარილოს ფაქტურას ჰგავს…
თურქი მხატვრის ქურთულუშ ნური ოზის თქმით, „თითქოს მივიწყებული ხატვის მეთოდი კვლავ ფეხს იკიდებს მსოფლიოში. ხელოვნების კუთხით ებრუს მეთოდის ორიგინალურობასთან ერთად მნიშვნელოვანია მისი ფსიქოთერაპიული ფუნქციაც. ამ მეთოდით ხატვა ამშვიდებს ადამიანს და მას ამ კუთხით იყენებენ გერმანიისა და თურქეთის საავადმყოფოებში.”
ხელოვნების ეს დარგი სავარაუდოდ მე-13 საუკუნეში თურქესტანის ქალაქ ბუხარაში ჩამოყალიბდა, მოგვიანებით კი ოსმალეთში გადაინაცვლა. დასავლეთში „ებრუ” მოიხსენიება როგორც „თურქული ქაღალდი” ან „მარმარილოს ქაღალდი”. ასტრალაგუსის სითხისგან მიღებული წებო ან „ქერაჟინი” (ზღვის მცენარე) ზრდის წყლის სიბლანტეს, მასას ემატება მსხვილფეხა ცხოველის ნაღველი ისე, რომ წყლის ფსკერზე არ მოხვდეს, წყლის ზედაპირზე საღებავებით „ბიზ”-ად წოდებული მეტალის საშუალებით გამოსახავენ ყვავილებს ან ფიგურებს, რომელიც გადააქვთ ფურცელზე. სახატავი ფუნჯი კი ბებერი ცხენის კუდის თმისგან და ვარდის ტოტისგან მზადდება.
[ot-video type=”youtube” url=”https://www.youtube.com/watch?v=jcL-BQFr6PA&t=300s”]