ერთ სოფელში ცხოვრობდა ბრძენი. ყოველი მხრიდან მოდიოდნენ მასთან თავიანთი პრობლემებით. უკან კი კმაყოფილნი ბრუნდებოდნენ. ის უყვარდათ და ძალიან აფასებდნენ.
მხოლოდ, ერთ ადამიანს შურდა მისი და ამბობდა: „ხალხო ვის ეთაყვანებით? ის ხომ თაღლითია“.
ერთხელ, მან გადაწყვიტა მოხუცი ბრძენისთვის გამოცდა მოეწყო.
ხალხი შეკრიბა და გამოაცხადა: „ დღეს დაგიმტკიცებთ, რომ მართალი ვარ. მე ხელში დავმალავ პეპელას. ვნახოთ თუ მიხვდება, რა მაქვს ხელში. თუ გამოიცნო, მაშინ ვკითხავ: ცოცხალია თუ მკვდარი? თუ მიპასუხა — ცოცხალიაო, პეპელას ხელშივე დავსრეს და თუ მითხრა: მკვდარიაო — გავანთავისუფლებ. ნებისმიერ შემთხვევაში თქვენი ბრძენი აღმოჩნდება სულელურ მდგომარეობაში“.
ხალხი გაჰყვა. ისინი მიუახლოვდნენ სახლს.
ბრძენი გამოვიდა ხალხთან შესახვედრად და ამ დროს, შურიანმა დასვა თავისი კითხვა:
-რა მაქვს ხელში?
-პეპელა-მიუგო ბრძენმა.
-ცოცხალია თუ მკვდარი?
მოხუცს ჩაეღიმა და მშვიდად უპასუხა:
-ყველაფერი შენს ხელშია, ადამიანო!!!!!
წყარო: