fbpx

ყველაზე მაგარი მოტივატორი – სიყვარულია!

ავტორი ჟოლო
1.1K ნახვა

ორი ადამიანის ურთიერთობა ჰგავს თოკით გადაბმული მთასვლელების მწვერვალზე ასვლას. ისინი ერთმანეთს აზღვევენ, მაგრამ ზოგჯერ ერთმანეთსაც ღუპავენ. ურთიერთობაშიც ან ორივე ერთად ვითარდება, ან ერთად განიცდიან დეგრადაციას. თუ ერთი ვითარდება და მეორე დეგრადაციას განიცდის – ეს ურთიერთობა იშლება.

***

ჩვენს დროს ვკარგავთ ერთმანეთის სიძულვილში…
არა და შეიძლებოდა გვყვარებოდა.

***

ცხოვრებიდან რომ მიიღოთ ის – რაც გინდათ,
პირველ რიგში ზუსტად უნდა განსაზღვროთ ის – რაც გინდათ. (კიანუ რივზი)

***

სიძულვილი, ბოღმა და შური – დემოტივატორია.
ყველაზე მაგარი მოტივატორი – სიყვარულია!

***

ეგო – ითხოვს, სიყვარული – გასცემს.

***

აი ეს არის კაცი, ერთიანი – მამა (კაცი) და დედა (კაცი).
ბალანსი და ჰარმონია. მისტერიაა.
ამ დროს ქალმა რაც უნდა ისხმარტალოს, იჩხუბოს და იყვიროს: „სიცოცხლე გამიმწარე“ და ასეთები, კაცმა არცერთი ფეხი არ უნდა აიღოს მიწიდან. იდგეს მყარად!

წყარო: რამაზ გიგაური

მსგავსი სტატიები

Leave a Comment