fbpx

„მე მეუბნებოდი თავი შორს დაიჭირე მაგ ქალისგანო და შენ თავად რას აკეთებ?“

ავტორი ჟოლო
1.6K ნახვა

შუასაუკუნეების ევროპაში ძალიან გავრცელებული და პოპულარული გახლდათ ჰენრი დ’ანდელის (Henri D’ Andeli) მიერ დაწერილი პატარა იუმორისტული ამბავი არისტოტელეს შესახებ.

ისტორია ასეთია:

არისტოტელე თავის მოწაფეს, ალექსანდრე მაკედონელს, ურჩევდა თავი შორს დაეჭირა ერთი ქალისგან, რომელიც მისი აზრით ხელს უშლიდა მას ქვეყნის მართვაში, რადგან იგი ძალიან ბევრ დროს ხარჯავდა ქალთან ურთიერთობაში. ეს ქალი იყო ვინმე ფელისი. (Phyllis)

ფელისმა გაიგო რა ეს ამბავი, განაწყენდა და გადაწყვიტა შური ეძია არისტოტელეზე. ერთხელაც, როცა ბრძენი მასწავლებელი თავის ოთახში წიგნებთან იჯდა და ცოდნას იღრმავებდა, ფელისი ფანჯარასთან ახლოს მივიდა და სიმღერა დაიწყო. მას თმები გაშლილი ჰქონდა და შიშველი სხეული უჩანდა.

არისტოტელე  იმდენად მოიხიბლა ნანახი სილამაზით რომ წიგნი დახურა, მიუახლოვდა ქალს, ხელი გაუწოდა და ეროსით შეპყრობილმა, თავისი მხურვალე ვნებების დაკმაყოფილება სთხოვა.

ქალი დაეთანხმა, ოღონდ ერთი პირობით – ოთხზე დამდგარ არისტოტელეს იგი ზურგზე უნდა შეესვა და ბაღში გაესეირნებინა.

არისტოტელემ მისი მოთხოვნა შეასრულა და მოახლეების თანდასწრებით გაასეირნა ქალი.

ფელისი კარგად მოთავსდა ფილოსოფოსის ზურგზე და სასიყვარულო სიმღერების შესრულება განაგრძო.

ამ დროს ბაღში ალექსანდრეც გამოვიდა, რომელიც ძალიან განაწყენდა მასწავლებლის ქცევით: მე მეუბნებოდი თავი შორს დაიჭირე  მაგ ქალისგანო და შენ თავად რას აკეთებო – უთხრა ალექსანდრემ.

ამ საქციელით იმის ჩვენება მინდოდა, თუ როგორ არ უნდა მოიქცე – უპასუხა ბრძენმა მოწაფეს.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment