ქვეცნობიერი არ არჩევს კონსტრუქციულ და დესტრუქციულ აზრთა იმპულსებს. ის იმ მასალით მოქმედებს რომელსაც ჩვენ მას აზრის იმპულსის საშუალებით ვაწვდით. ქვეცნობიერი ისეთივე მზაობით ასახავს რეალობაში შიშით წარმოქმნილ აზრს, როგორც რწმენით გამსჭვალულს.
როგორც ელექტროობა, რომელსაც სარგებლობა მოაქვს თუ ის კონსტრუქციულად გამოიყენება, ან კლავს თუ მას არასწორად იყენებენ. თვითშთაგონების კანონიც ასეა, – ან მიგიყვანთ სიმდიდრესა და აყვავებასთან, ან მარცხთან და ეს იმისდა მიუხედავად თუ როგორ გესმით ის.
თუ შეავსებთ თქვენს გონებას შიშით, ეჭვითა და მისი ძალების გამოყენების ურწმუნოებით, თვითშთაგონების კანონი აღიქვამს ამ ურწმუნოებას და იმ ნიმუშის სახით გამოიყენებს მას , რომლითაც თქვენი ქვეცნობიერი ფიზიკურ რეალობად გარდაქმნის თქვენს აზრს.
დომინირებული აზრის მეშვეობით, რომელსაც ადამიანი თავის ცნობიერებაში ინარჩუნებს(მნიშვნელობა არა აქვს, პოზიტიურია ეს აზრი თუ ნეგატიური) თვითშთაგონება ზეწოლას ახდენს ქვეცნობიერზე და აიძულებს მას იმოქმედოს ამ აზრის შესაბამისად.
ბუნებამ ისე მოაწყო ადამიანი, რომ მას შუძლია მთლიანად გააკონტროლოს ის მასალა, რომელიც გრძნობათა ხუთი ორგანოს მეშვეობით ქვეცნობიერს გადაეცემა, მაგრამ ეს სრულად არ ნიშნავს იმას რომ ადამიანი ყოველთვის ახორციელებს ამ კონტროლს. უმეტეს შემთხვევაში ის სწორედაც, რომ არ ახორციელებს მას და ამით აიხსნება ის თუ რატომ ატარბეს ადამიანთა უმრავლესობა მთელ თავის ცხოვრებას სიღარიბეში.
ქვეცნობიერი ნაყოფიერი ნიადაგია, რომელშიც უხვად გაიზრდება სარეველა, თუ იქ შეგნებულად არ დავრგეთ სასარგებლო მცენარეები. თვითშთაგონება კი ის საშუალებაა, რომლის მეშვეობითაც ინდივიდს შეუძლია შემოქმდებითი აზრებით მიზანმიმართულად კვებოს თავისი ქვეცნობიერი ან თავისივე დაუდევრობით საშუალება მისცეს დესტრუქციულ აზრებს გაიზარდონ ტვინის ამ ბაღში.
ნაპოლეონ ჰილი – „იფიქრე და გამდიდრდი“