155
ნოდარ დუმბაძეს ერთხელ ვიღაც ინგლისელი გააცნეს, რომელმაც მშობლიურ ენაზე გაუბა საუბარი.
“უთხარით, რომ სკოლაში გერმანულს მასწავლიდნენ”, –სთხოვა თარჯიმანს ბატონმა ნოდარმა.
ინგლისელი მაშინვე გერმანულად ალაპარაკდა.
ბატონი ნოდარი შეიშმუშნა და თარჯიმანს კვლავ თხოვნით მიმართა:
“ახლა უთხარით, რომ ისინი კი მასწავლიდნენ, მაგრამ მე არ ვსწავლობდი!