fbpx

ყველაზე ჭკვიანი გურიაში

ავტორი ჟოლო
175 ნახვა

1. რა ჰქვია ისეთ ადამიანს, რომელიც მუდამ კარგ ხასიათზეა?
– აბდალი

2. რა ჰქვია მოზრდილ ბავშვს?
– ყაზირალი

3. რით იკვებება აბრეშუმის ჭია?
– ბჟოლათი

4. როგორ იწყევლება გურული ქალი?
– შენ გნახე მოტაფული

5. რა ხდება ბრაზილიურ სერიალებში?
– კურცხალს აღვარღვარებენ

6. რა ყიყინებს დაგუბულ წყალში?
– ყვაჭიჭა

7. როგორ გამოითქმის გურულად ადამიანი ამფიბია?
– ადამიანი ყვაჭიჭა

8. როგორ დავეხმაროთ ადამიანს, რომელსაც ხეზე ასვლა უჭირს?
– ვუპოჭიკოთ

9. როდის იყიდა გურულმა შარვალ-კოსტუმი?
– გუშხამ

10. რა ისმის მომაკვდავის ოთახიდან?
– კუთვა

11. როგორ გადავიყვანოთ დაშავებული უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში?
– მოზუკუტურებული

12. რას აკეთებს თზა, როცა შია?
– პეტელობს

13. რა მოუდის წყალს მინუს 10 გრადუსზე?
– როფავს

14. რა ჰქვია უხასიათო ადამიანს?
– უზნოური

15. რა ამოდის ბუხრის მილიდან?
– ფუტი

16. როგორ ჩამოვარდა ბავშვი ხიდან?
– ევიდა ყაზირალი ხეზე, მუუხჩა ბოლი, მოადინა ზღართანი, მორთო პრინჭილი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment