fbpx

უსინათლო ოქროს თევზი უდაბნოში

ავტორი ჟოლო
215 ნახვა

კალაჰარის უდაბნო აფრიკის კონტინენტზე, კერძოდ სამხრეთის ნაწილში ბოტსვანის, ნამიბიისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს. უდაბნო სასტიკი პირობებით გამოირჩევა. ცოცხალი ორგანიზმისთვის განსაკუთრებულ პრობლემას წყლის ფაქტიურად არარსებობა წარმოადგენს. თუმცა წყალი შორს არ წასულა. სიღრმეში საიდუმლო ინახება, რომელიც მხოლოდ 25 წლის წინ აღმოაჩინეს.

ზედაპირზე ერთიანი ჰაერის ამოხეთქვის გამო, ამ ადგილს დრაკონის სუნთქვის ქვაბული ეწოდა. ზედაპირიდან 60 მეტრის სიღრმეზე წყალია. აქ უზარმაზარი სივრცეა, რომელიც 3 ბოინგს დაიტევს და რომელიც სუფთა წყლითაა სავსე.

ეს მსოფლიოში უდიდესი მიწისქვეშა ტბაა. ეს ნამარხი წყალია. მეცნიერთა ვარაუდით, მილიონობით წლის თუარა ათასობით წლის მანძილზე მაინც, აქ ეს წყალი ხელუხლებლად ინახება. ტბის სიღრმის შესახებ არაფერი ვიცით. მყვინთავები 100 მეტრზე ჩავიდნენ მაგრამ ფსკერი ვერ შეამჩნიეს. აღსანიშნავია, რომ დრაკონის სუნთქვა ქვაბულების დიდი სისტემის ნაწილია, რომელიც კალაჰარის ქვეშ ათასობით მილზეა გადაჭიმული. სიცოცხლე ამ სამარისებურ ქვაბულშიც კი არსებობს.

ოქროსფერი ლოქო

ოქროსფერი ლოქო – მხოლოდ ამ ქვაბულშია აღმოჩენილი. იგი მსოფლიოში უიშვიათესი და იზოლირებული თევზია. აქ ცხოვრება ისეთივე ძნელია როგორც ზემოთ უდაბნოში.

აქ საკვები არ არის, თუ ზოგჯერ ზედაპირზე დაყრილ ნარჩენებს არ ჩავთვლით. თანაც ეს ლოქო ვერაფერს ხედავს (ყოველ შემთხვევაში მხედველობის უნარი ძალიან შეზღუდული აქვს, რაც გამოწვეულია ძალიან წვრილი და განუვითარებელი თვალებით).

თევზს სამყაროს გაცნობა მხოლოდ შეხებით შეუძლია. უსინათლო თევზი მარადიულ წყვდიადში, აფრიკის ერთერთი ყველაზე უნაყოფო რეგიონის ქვეშ ბინადრობს. სასტიკი ირონიაა, ამდენი წყალი დამალული და მიუწვდომელია მაშინ როცა მიწის ზედაპირზე უდაბური ადგილია და წყლის თითოეული წვეთი გადარჩენისათვის აუცილებელია. კალაჰარის დასავლეთ კიდესთან მიწა იმდენად მშრალია, რომ ნებისმიერი არსებისთვის გადარჩენა შეუძლებელი ჩანს.

წყარო: monadire.info

მსგავსი სტატიები

Leave a Comment