fbpx

ველური ბუნება

ავტორი ჟოლო
252 ნახვა

როცა თქვენ ხედავთ ვეფხვს ან ლეოპარდს ზოოპარკში, თქვენდაუნებურად გიჩნდებათ
ხელოვნურობის განცდა, რომ ისინი რაღაცნაირად მოთვინიერებულები არიან და
დაკარგული აქვთ პირველყოფილი, ველური ბუნება.

ისეთი უზარმაზარი ქმნილებაც კი, როგორიცაა ვთქვათ სპილო, გვეჩვენება რაღაცნაირად
უფრო მცირე ზომისა როცა გამოკეტილია გალიაში.

შეიძლება ამიტომაც გახდნენ საფარის პარკები ძალიან პოპულარულები. თუ ველურ
ცხოველებს მათთვის ჩვეულ გარემოში დააკვირდები, ისინი გაცილებით უფრო დიდ
შთაბეჭდილებას ახდენენ. შეგრძნებები ბევრად უფრო მძაფრდება, როცა მშიერი ლომისგან
მხოლოდ მანქანის მინები გყოფთ.

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გაემგზავრეთ საფარიში და ახლა სეირნობთ ღია, ველურ პარკში.
ბილიკიდან მოშორებით თქვენ მოულოდნელად ამჩნევთ ორ, ძუ და ხვად ლომს, რომლებიც
ხარბად ფლეთენ და მიირთმევენ უმი ხორცის უზარმაზარ ნაჭრებს.

რას ფიქრობთ, როცა აკვირდებით ამ აბსოლუტური ველურობის სცენას?

გასაღები ტესტისთვის „ველური ბუნება“

სანამ კითხვას გააგრძელებთ, დარწმუნდით, რომ ტესტის ყველა პირობა შეასრულეთ

საფარი გაძლევთ საშუალებას დააკვირდეთ საშიშ ველურ ცხოვრებას უსაფრთხო
მანძილიდან. ლომები, რომლებიც მიირთმევენ უმ ხორცს, წარმოადგენენ ჯაჭვიდან
აწყვეტილი ველური ძალების სიმბოლოს.

თქვენი რეაქცია ამ სცენაზე, მეტყველებს იმაზე, თუ როგორი რეაგირება გქონდათ (ან
გექნებოდათ) როცა პირველად ნახეთ „ფილმი დიდებისთვის“

როგორი იყო თქვენი რეაქცია?

„ერთი ამათ შეხედეთ! მგონი მეც მომშივდა!“ – ეს არ საჭიროებს განსაკუთრებულ
ინტერპრეტაციას, ასე არ არის? 🙂

„არ შემიძლია ამის ყურება, რა საზიზღრობაა“. არავის არ უთქვამს, რომ ეს სასიამოვნო
სანახაობა იქნებოდა…

„მეშინია!“ განიცადო გარკვეული შიში – ეს ბუნებრივია, მაგრამ თქვენ არაფერი გემუქრებათ,
ყოველ შემთხვევაში მანამდე, სანამ მინების აქეთ მხარეს ხართ. 🙂

„კარგით რა, დაანებეთ თავი და მიეცით საშუალება იყონ თავისთვის!“ თქვენ ჭეშმარიტად
ღირსეული ადამიანი ხართ… მაგრამ, დარწმუნებული ხართ, რომ ნამდვილად არ გინდათ
კიდევ ცოტა ხანს დააკვირდეთ ამ სცენას? 😉

კოკოლოგია- იაპონური ფსიქოლოგიური ტესტ თამაშები

თარგმნა: ხვიჩა მებონიამ

მსგავსი სტატიები

Leave a Comment