fbpx

რატომ ხვდებით ყოველთვის ერთი ტიპის მამაკაცს…

ავტორი Ann
107 ნახვა

ხშირად ხდება ისე, რომ მამაკაცთან ურთიერთობა რაღაც მიზეზების გამო ცუდად მთავრდება, არ მოგწონთ მისი თვისებები, ხასიათი, ა.შ. და შორდებით. გადის დრო, გიყვარდებათ ახალი ადამიანი და ცოტა ხანში აღმოაჩენთ, რომ ის ძალიან გავს ხასიათით წინას. რატომ ხდება ასე? მიზეზი, რასაკვირველია, თქვენშია:

 

სიყვარულის მიმართ განელებული გრძნობა – როდესაც ურთიერთობა მთავრდება, ახლის დაწყება ყოველთვის რთულია. თქვენ გეჩვენებათ, რომ სიყვარული სულაც არაა ის, როგორც წარმოგედგინათ და გარდა ამისა, გგონიათ, რომ უკეთესს ვერ დაიმსახურებთ.

 

ვერ აკეთებთ რაც გსურთ – გეშინიათ, რომ თუ გარისკავთ გული გაგიტყდებათ, ამიტომ მიდიხართ საკუთარი ნების წინააღმდეგ.

 

ფიქრობთ, რომ ბედნიერება მხოლოდ სხვებისთვისაა – არ გჯერათ, რომ თქვენც შეიძლება იყოთ ბედნიერი და სწორედ ეს გიშლიათ ხელს, რომ რეალურად იპოვნოთ საჭირო ადამიანი.

 

რაღაც უსიამოვნო ხდება მაშინ, როდესაც ბედნიერი ხართ – მაშინ, როდესაც რაღაც არასასიამოვნო ხდება, ჩნდება ადამიანი, რომელიც გაგიგებთ და თქვენს გვერდით იქნება. ამ დროს არ ფიქრობთ არის თუ არა რეალურად ის ადამიანი, რომელიც თქვენთვის ყველაფერზე წამსვლელია.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment