ფესტივალ „ფანARTის“ მეორე დღე დამწყებ მხატვრებთან და მოქანდაკეებთან ერთად გაგრძელდა. ნამუშევრები ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში იყო გამოფენილი.
ფერწერული ტილოებით დამთვალიერებლის წინაშე მარია ანტონიანი, თამარ მოსულიშვილი, ნინო მიქაბერიძე და თინათინ კუჭუხიძე წარსდგნენ, ხოლო საკუთარი ქანდაკებები ზაურ გამყრელიძემ, ივერი აბესაძემ, ბექა ჩხაიძემ და მარიამ ძამუკაშვილმა წარმოგვიდგინეს.
დღევენდელი დღის კონსულტნტები მხატვრობის დარგში ოლეგ ტიმჩენკო, ხოლო ქანდაკების დარგში ირაკლი ჟვანია იყვნენ.
მიუხედავად იმისა რომ ოლეგ ტიმჩენკოს ნამუშევრების შერჩევა გაუჭირდა, საერთო ჯამში კმაყოფილი დარჩა და წარმატებები უსურვა მონაწილეებს. აქვე დასძინა რომ მომხრეა მსგავსი ფესტივალების ჩატარების, მისივე თქმით ამ სახის ღონისძიებები იმ ახალგაზრდების ნიჭის რეალიზებას შეუწყობს ხელს, რომლებსაც არა აქვთ საშუალება განათლება მიიღონ სამხატვრო აკადემიაში.