fbpx

პირველი ქალი, რომელმაც 196 ქვეყანაში იმოგზაურა

ავტორი ჟოლო
130 ნახვა

კასი დე პეკოლი 27 წლის ამერიკელი მოგზაურია, რომელმაც 196 სუვერენული ქვეყანა ყველაზე მოკლე დროში, 18 თვეში მოინახულა.

ამგვარად ის გინესის ორგზის რეკორდსმენი გახდა როგორც მსოფლიოში ყველაზე სწრაფი მოგზაური და პირველი ქალი, რომელმაც 196 სუვერენულ ქვეყანაში ყველაზე მოკლე დროში იმოგზაურა.

კასი დე პეკოლმა ბოლო ქვეყანა, იემენი 2017 წლის თებერვალში გადაკვეთა. ის ამბობს, რომ 18-თვიანმა მოგზაურობამ სრულიად სხვა ადამიანად აქცია. მსოფლიოს გარშემო მოგზაურობამ სამყარო უფრო პოზიტიური მხრიდან დაანახა, ასწავლა დაბრკოლებების გადალახვა და ფართო მასშტაბებში აზროვნება.

“ამ თავგადასავალში შევაბიჯე როგორც ერთმა ეგოისტმა, იქიდან კი გამოვედი უფრო ჩუმი ადამიანი, რომელმაც უკვე იცის ცხოვრების არსი და ის, თუ რა შეუძლია მსოფლიოსთვის გააკეთოს”,  – ამბობს ახალგაზრდა მოგზაური.

კასი მოგზაურობის დაწყებამდე ძიძად მუშაობდა, ახლა კი ნანახისა და გამოცდილის შესახებ ამზადებს დოკუმენტურ ფილმს, წერს წიგნს და ატარებს საჯარო გამოსვლებს ახალგაზრდებისთვის. მისი თქმით, 18 თვის განმავლობაში უამრავი მეგობარი გაიჩინა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. ზოგჯერ მისი ენაც არავის ესმოდა და ამ დროს ღიმილი ხდებოდა კომუნიკაციის უნივერსალური საშუალება. სწორედ ასე მოხდა ომანში, სადაც აქლემის რძითა და პურით უცნობი ქალი გაუმასპინძლდა, რაც მას განსაკუთრებით ჩარჩა მეხსიერებაში. ამერიკელ მოგზაურს თავისი ფავორიტი ქვეყანაც აქვს. ის ყველაზე მეტად ინდოეთის ოკეანის კუნძულ მავრიკით მოიხიბლა.

აღსანიშნავია, რომ კასი დე პეკოლი საქართველოშიც არის ნამყოფი. სწორედ საქართველოს გავლით გადავიდა ცენტრალურ აზიაში და გზა აღმოსავლეთისკენ გააგრძელა.

წყარო: ginsc.net

მსგავსი სტატიები

Leave a Comment