კოვიდ პანდემიის დროს გამოცხადებული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კომპანია “Madatart” ისევ ანახლებს აქტიურ შემოქმდებით სამუშაოებს. პირველი გრანდიოზული გამოფენა ქართველი მხატვრებისთვის მანჰეტენზე “ტრიბეკაში” 3-9 ოქტომბერს გაიმართება.
ამერიკული არტპრომოუშენ კომპანია “Madatart” ქართველი მხატვრებისა და მოქანდაკეებისთვის კარგად არის ცნობილი. 2016 წლიდან დღემდე კომპანიამ 200_ზე მეტი ქართველი ხელოვანის ნამუშევარი გამოფინა ნიუ იორკსა და მაიამიში. გამოფენისთვის მონაწილეების ნაწილი უკვე შერჩეულია. გადაწყდა რომ გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ: ლეა ასიტაშვილი, ლევან ბურდული, ცირა ახობაძე, ლელა ქართველი, ანუკი ბუჯიაშვილი, თამარ აბულაძე, სანდრო ღვინიაშვილი და ნათია მაჭარაშვილი.
გამოფენის საპატიო მონაწილეები იქნებიან ჯემალ კუხალაშვილი და თეონა ასიტაშვილი. მონაწილეთა შერჩევა ჯერ არ დასრულებულა და მსურველებს კიდევ აქვთ პორტფელიოების გაგზავნის შანსი. ამ გამოფენისა და ზოგადად მომავალი გეგმების შესახებ კომპანიის დამფუძნებელს მარიტა დამენიას ვესაუბრეთ:
მარიტა დამენია: „ჩვენი კომპანია ამერიკის სახელოვნებო ბაზარზე უკვე დიდი ხანია მოქმედებს. 2020 წლის ჩათვლით 30_ზე მეტი გამოფენა გავმართეთ, თითოეულ პროექტს დიდი წარმატება ხვდა წილად. ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ქართველ ხელოვანებთან თანამშრომლობა, რომელთათვისაც ამერიკა დიდი შესაძლებლობების ქვეყანაა. ბევრმა ჩვენმა მხატვარმა მიაღწია წარმატებას, გავყიდეთ მათი ნამუშევრები. ჩვენი მიზანი მხატვრის ბრენდინგზე მუშაობაა. მანჰეტენის ცნობილ გალერეებში გამოფენით მათ სერიოზულ ბიოგრაფიას ვუქმნით რაც ხელოვანის წარმატებისთვის ერთ-ერთი წინა პირობაა. რაც შეეხება მომდევნო გამოფენას, კონკურსი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, რამოდენიმე მონაწილე შერჩეულია და იმედი მაქვს საუკეთესო ჯგუფს შევკრავთ. გარდა ამისა დაგეგმილი გვაქვს რამოდენიმე სოლო გამოფენა და არტფეარიც, თუმცა დეტალებს ეტაპობრივად გაგაცნობთ.“
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ კომპანიის ვებგვერდს: www.madatart.com
ან პირდაპირ გაგზავნოთ პორტფელიო შემდეგ მისამართზე: dameniaart@gmail.com