რა ადვილია ცხოვრება, როცა ეჭვებით გულს არ იღრღნი.
რა ადვილია ცხოვრება, როცა ზურგს უკან არ ილანძღები, თან გეშინია მის ყურამდე არ მივიდეს.
რა ადვილია ცხოვრება, როცა გულწრფელი ხარ და არ თვალთმაქცობ.
რა ადვილია ცხოვრება, როცა დამოკიდებული და ანგარიშ ვალდებული არ ხარ არავისთან.
რა ადვილია ცხოვრება, როცა ადამიანებს უყვარხარ და გელოდებიან როდის მიხვალ მასთან სტუმრად.
რა ადვილია ცხოვრება, როცა საფიქრალი არ გაქვს, როგორ შეინარჩუნო ადამიანები.
რა ადვილია ცხოვრება, როცა შეწირული არ ხარ არავიზე და არაფერზე.
რა ადვილია ცხოვრება, როცა მცირედზეც გახარებული ხარ და მადლიერი.
რა ადვილია ცხოვრება, როცა თანმიმდევრული ხარ და მოწესრიგებული.
რა ადვილია ცხოვრება, როცა გააზრებულად იცხოვრებ და არ იჩქარებ.
რა ადვილია ცხოვრება, როცა შეგიძლია ობიექტურად შეაფასო საკუთარი თავი და შესაძლებლობა.
რა ადვილია ცხოვრება, როცა იცი სინამდვილეში ვინ ხარ.
რა ადვილია ცხოვრება, როცა რეალურად აფასებ სიტუაციებს და ილუზიაში არ ხარ.
რა ადვილია ცხოვრება, როცა სიმართლეს გეუბნებიან და სწორად იგებ.
რა ადვილია ცხოვრება, როცა კრიტიკას ისმენ და კი არ იბოღმები, არამედ გიხარია შენთვის კარგი რომ უნდათ.
რა ადვილია ცხოვრება, როცა შეგიძლია შეუნდო და აპატიო.
რა ადვილია ცხოვრება, როცა შეცდომის აღიარება შეგიძლია.
რა ადვილია ცხოვრება, რომ მოუსმინო საკუთარ თავს, რასაც სხვას ურჩევ, შენც გაითვალისწინო და შენ თავსაც ურჩიო.
და ბოლოს
რა ადვილია ცხოვრება, როცა რწმენა გაქვს, საკუთარ თავს პატივს სცემ და უვლი.
გიორგი ჯაჯანიძე