fbpx

10 რჩევა ადამიანისგან, რომელიც 16 ენას ფლობდა

ავტორი ჟოლო
35.4K ნახვა

კატო ლომბი (Kató Lomb) გახლდათ პროფესიონალი თარჯიმანი უნგრეთიდან, რომელიც  16 უცხო ენას ფლობდა. ამ ენათა უმრავლესობა მან დამოუკიდებლად შეისწავლა სახელმძღვანელოებისა და მხატვრული ლიტერატურის დახმარებით.

მისი მიდგომა მდგომარეობს შემდეგ პრინციპში: გრამატიკის შესწავლა ორიგინალი ტექსტების კითხვის პარალელურად და ფრაზების დაზეპირება, რომლებიც ყველაზე ხშირად გამოიყენება საუბრისას.

წიგნში „როგორ ვსწავლობ უცხო ენებს“ მან ჩამოაყალიბა ენის შესწავლის 10 წესი:

1. იმეცადინეთ ყოველდღე. შედეგის მისაღწევად, ისევე როგორც სპორტდარბაზში, აქაც აუცილებელია ყოველდღე 10-15 წუთი მაინც დაუთმოთ ახალი სიტყვების შესწავლასა და გადამეორებას.

2.თუ გეზარებათ და გეკარგებათ სწავლის სურვილი, მოიგონეთ რაიმე გასართობი. მაგალითად, ვისწავლი 5 სიტყვას და მოვუსმენ ჩემს საყვარელ მუსიკას, გავისეირნებ გარეთ და ა.შ

3. არასდროს ისწავლოთ ცალკეული სიტყვა – ისწავლეთ ისინი კონტექსტში.

4. ამოიწერეთ სასურველი „მზა ფრაზები“ და საუბრის დროს გამოიყენეთ ისინი.

5. ეცადე გონებაში თარგმნო ყველაფერი რაც შესაძლებელია: უცაბედად შემჩნეული სარეკლამო აბრა, წარწერა აფიშაზე, ყურმოკრული საუბარი. ეს დასვენებაა, ძალიან გადაღლილი გონებისთვისაც კი.

6. მას შემდეგ, რაც გაიაზრებთ წესებს, დაიზეპირეთ ისინი.

7. ამოწერილი ფრაზები და იდიომები კარგად დაიმახსოვრეთ.

8. წაიკითხეთ წიგნები, გაზეთები, უყურეთ ფილმებს ამ ენაზე.

9. ნუ შეუშინდები საუბარს, ნუ შეგაშინებს დაშვებული შეცდომები, უბრალოდ ითხოვე რომ შეგისწირონ, და რაც მთავარია არ ინერვიულო და არ გაიბუტო, თუ შეცდომებზე რეალურად მიგითითებენ.

10. იყავი დარწმუნებული, რომ აუცილებლად მიაღწევ მიზანს, რომ შენ გაქვს შეუდრეკელი ნებისყოფა და უცხო ენების შესწავლის არაჩვეულებრივი ნიჭი.

86 წლის კატო ლომბი შეხვდა თავის 54 წლის მეგობარს და წარმოთქვა შემდეგი ფრაზა: სტივ, თქვენ ისეთი ახალგაზრდა ხართ! იმდენი წელი გაქვთ წინ, რამდენი ენის შესწავლა შეგიძლიათ! 

კატო ლომბი გასულ წელს 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment