fbpx

„როცა სახლიდან შორს წასვლას დააპირებთ“ – ქართველი ემიგრანტის გაფრთხილება

ავტორი ჟოლო
69 ნახვა

ჭკუას კი არ გარიგებთ, უბრალოდ, საკუთარ გამოცდილებას გიზიარებთ.
მერე, უკან დასახევი გზა აღარ არსებობს 😣😣😣
******
როცა სახლიდან შორს წასვლას დააპირებთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ შეიძლება უკან დაბრუნებულს ყველა გაუცხოებული დაგხვდეთ.. ბევრი ეძებოთ , მაგრამ ვეღარ იპოვნოთ თქვენი ადგილი.. უფრო მეტიც, საკუთარი თავიც ვეღარ იცნოთ..

როცა სახლიდან შორს წასვლას დააპირებთ იცოდეთ, რომ ძველებურად აღარაფერი იქნება… უთქვენოდ გაივლის ბევრი წელი და სწორედ დაკარგული დროის გამო გაგებინებენ პასუხს… სიყვარულის, მონატრების გამო გაგკიცხავენ და ვერასოდეს მიხვდებიან, რა გადაიტანეთ ეს პერიოდი…

როცა სახლიდან შორს წასვლას დააპირებთ შეეგუეთ, რომ დაკარგავთ ყველას და ყველაფერს… თქვენსა და საყვარელ ადამიანებს შორის იმხელა უფსკრული გაჩნდება, რომ ვერასოდეს ამოავსებთ…
როცა სახლიდან შორს წასვლას დააპირებთ, ნურსად (ნუ) წახვალთ ღმერთს გაფიცებთ…


ნინო მარგველაშვილი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment