fbpx

„როდესაც საკუთარ თავს შეიყვარებ შენს ცხოვრებაში ხდება ის, რაზეც ადრე მხოლოდ ოცნებობდი“…

ავტორი ჟოლო
8.5K ნახვა

🔴 როდესაც სწავლობ საკუთარი თავის სიყვარულს შენი ცხოვრებიდან მიდიან ის ადამიანები რომლებიც თავიანთი მიზნებისთვის გიყენებდნენ.

🔴 როდესაც ვისწავლით საკუთარი თავის ფასს, ცხოვრების გზაზე აღარ შეგვხვდებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც დროს და ენერგიას ფუჭად გვაკარგინებდნენ.

🔴როდესაც ვაცნობიერებთ რომ ჩვენ ვართ უნიკალური ქმნილებები, ჩვენშია ის საოცარი სამყარო რომელსაც აქამდე სხვაგან ვეძებდით, ჩვენს ცხოვრებაში ერთმანეთის მიყოლებით გამოჩნდებიან ადამიანები რომლებიც ამ ყველაფერს გაგრძნობინებენ.

🔴 უკვალოდ გაქრება, იმედგაცრუებები, გაქრებიან ადამიანები რომლებიც მუდმივად რაღაცას ითხოვდნენ შენგან.

🔴 როდესაც შეიყვარებ საკუთარ თავს, შენ აღარ იქნები სატყუარა ადამიანებისთვის რომლებიც შენი ენერგიით იკვებებოდნენ.

🔴 როდესაც ისწავლი საკუთარი თავის სიყვარულს, სამყარო გამოგიგზავნის ადამიანებს რომლებსაც მიღებასთან ერთად გაცემაც შეუძლიათ.

🔴 მათ ვინც შენს ცხოვრებაში კიდევ უფრო ბევრ, კაშკაშა და ნათელ ფერებს შემოიტანენ.

🔴 ისეთებს ვინც შენს გვერდით გაჩნდებიან მაშინ როცა შენ გჭირდება და არა მაშინ როცა შენ სჭირდები.

🔴 გამოჩნდებიან ისეთი ადამიანები რომლებიც ცხოვრობენ და სუნთქავენ უპირობო სიყვარულით.

🔴 როდესაც შეიყვარებ საკუთარ თავს… შენს ცხოვრებაში ხდება ის, რაზეც ადრე მხოლოდ ოცნებობდი…

სალომე გოგეშვილი

მეორედ დაბადებული

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment