თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში, ადრე თუ გვიან, დგება რთული დღეები, რომელთა გადასალახავად დიდი ნებისყოფა და ძალისხმევაა საჭირო. ამ დროს მთავარია, ამ სირთულეებთან ერთად ცხოვრება ვისწავლოთ.
ცხოვრება- ეს არის ის, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება და მეტი არაფერი. ამის გაცნობიერება აუცილებელია, რადგან სამომავლო გეგმების განხორციელებისას ხელს შეგვიშლის შიში, კითხვა იმისა, თუ რა იქნება შემდეგ. სიტუაცია უნდა შევაფასოთ აწმყოს გადასახედიდან. პრობლემების ასეთი სპონტანური გადაწყვეტა ადამიანს აიძულებს ინსტიქტების დონეზე იმოქმედოს, რაც ხშირად ყველაზე ზუსტი და სწორია. რა თქმა უნდა, ანალიტიკური აზროვნება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ პრაქტიკაში ყველაფერი უფრო მარტივადაა.
ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას, შემდეგ კი თვითონ უკვირს- “როგორ შემეძლო ასე მოვქცეულიყავი”. თავს იდანაშაულებს, იტანჯება ფიქრით: “რა იქნებოდა სხვანაირად რომ მოვქცეულიყავი?” წარსულს ამით ვერ შევცვლით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკუთარი შეცდომა, როგორც საჭირო და გარდაუვალი ისე მივიღოთ, თითოეული შეცდომისგან უნდა გამოვიტანოთ სასარგებლო დასკვნა.
თუკი პრობლემა და სირთულე გარდაუვალია, უბრალოდ, არ უნდა ვიფიქროთ მასზე. გამუდმებით ცუდის მოლოდინს, ხშირად იმ ცუდისკენ მივყავართ ხოლმე. შესაბამისად, როცა კარგზე თითქმის არ ვფიქრობთ- მას ნაკლები შანსი აქვს, რომ ჩვენს ცხოვრებაში ადგილი დაიმკვიდროს. ვისწავლოთ დღევანდელი დღით ცხოვრება და მხოლოდ კარგის მოლოდინი გვქონდეს. ამით კი ყველა პრობლემა და სირთულე დაიძლევა.