საბედისწერო შეცდომად მიმაჩნია, როცა ფსიქიკას ძალიან პიროვნულად მიიჩნევენ და მის ახსნას სწორედ ამ პოზიციიდან ცდილობენ. ამგვარი განმარტება მხოლოდ მაშინ თუ გამოდგება, როცა ინდივიდის ყოველდღიური საქმიანობისა და ურთიერთობის ახსნას შევეცდებით. მაგრამ საკმარისია სულ მცირე დარღვევა, მეტ-ნაკლებად გაუთვალისწინებელი უცნაური შემთხვევა და ინსტიქტური ძალებიც მაშინვე იჩენს თავს, ძალები რომლებიც სრულიად მოულოდნელად, ახლებურად და უჩვეულოდაც კი გამოვლინდება.. ხასიათის ცვლილება , რომელიც კოლექტიური ძალების თავდასხმას მოჰყვება, გამაოგნებელია. თვინიერი და გონიერი არსება შეიძლება მანიაკად ან ველურ ცხოველად გადაიქცეს. ამის მიზეზებს ყოველთვის გარეგან ფაქტორებში ეძებენ, მაგრამ ის, რაც ჩვენში არ არის, ხომ ვერც აფეთქდება…ცუდი არ არის, იქადაგო კეთილგონიერება, მაგრამ როგორ უნდა მოიქცე, როცა მსმენელად გიჟები ან აღტკინებული ბრბო გყავს. მათ შორის განსხვავება ხომ არც ისე დიდია, რადგან ერთსაც და მეორესაც ყოვლისმომცველი უპიროვნო ძალები მართავს. –კ.გ. იუნგი
საბედისწერო შეცდომად მიმაჩნია, როცა…
663
წინა სტატია
