fbpx

სავარჯიშო პოზიტიური აზრებისთვის

ავტორი ჟოლო
473 ნახვა

საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ნეგატიური აზრები ჩვენზე უარყოფითად მოქმედებენ, და ჩვენს მოქმედებებს, ჩვენი აზროვნება განსაზღვრავს. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რადგან მჭიდრო ურთიერთობებში ვართ სხვა ადამიანებთან, მათი უარყოფითი აზრების მოზიდვაც მარტივად შეგვიძლია. 

თქვენი აზროვნების სიწმინდის მთავარი ასისტენტი არის ინფორმირებულობა.

უარყოფითი აზრების შემჩნევის უნარი თუ გაქვთ, ჩათვალეთ, რომ წარმატების 50% მიღწეულია. რადგან როგორც კი ნეგატიურ ფიქრებში აღმოჩნდებით არჩევანს გააკეთებთ – დატოვებთ ყველაფერს ისე, როგორც არის, ან შეცვლით თქვენთვის სასურველი გზით.

თუ თქვენი ცნობიერების სისუფთავით და სიჯანსაღით ხართ დაინტერესებულნი შემდეგი სავარჯიშოები გამოდგებათ.

როგორც კი უარყოფით აზრს დაიჭერთ საკუთარ თავში, აუცილებლად შეაჩერეთ აზრების ნაკადი და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მას.

დასაწყისისთვის, მიესალმეთ ამ აზრს:

– გამარჯობა! მე შენ ძალიან კრგად გხედავ!

ამით თქვენ აჩვენებთ თქვენს ნეგატიურ აზრს, რომ თქვენ ის დააფიქსირეთ.

შემდეგ დასვით შეკითხვა:

– ვისი ხარ? საიდან მოდიხარ?

ქვეცნობიერს შეუძლია მოგცეთ სხვადასხვა ვარიანტი – ეს შეიძლება იყოს საკუთარი გამოცდილება, მეგობრების აზრი, საინფორმაციოში გაჟღერებული ახალი ამბები. როცა ფიქრის წყაროს გააცნობიერებთ, ხმამაღლა თქვით:

– ეს არ არის ჩემი აზრი, ეს არ არის ჩემი ფიქრი!

შეცვალეთ უარყოფითი ფრაზა პოზიტიურით და გაახმოვანეთ.

ახალი პოზიტიური ფორმულირება გაიმეორეთ იმდენჯერ, სანამ ნეგატიურს სრულად არ შეცვლის და არ გადაფარავს.

მიზანშეწონილია ტრანსფორმაციის გაძლიერება ემოციური მდგომარეობით – გაიღიმეთ, გასწორდით, ასწიეთ თავი მაღლა, გაიმართეთ ზურგში, კიდევ უფრო გაიღიმეთ ბედნიერებისგან, ან წამოიცეკვეთ სიხარულით და არ დაგავიწყდეთ, რომ სხეული და გონება ერთობლივად  ბევრად უკეთ მუშაობს.

გისურვებთ მხოლოდ პოზიტიურ აზრებს და სუფთა ცნობიერებას.

ევგენია დრონი

თარგმნა ელენე ტატიშვილმა

მსგავსი სტატიები