ათი ქალის გაშიშვლებული ისტორია, რომლებიც თავიანთი ამბებით ექცევიან საზოგადოების ყურადღების ცენტრში და უმეტეს შემთხვევაში აგრესიას იწვევენ. ამბები, რომლებიც აშფოთებს, აღაგზნებს და შუაზე ხლეჩს საზოგადოებას.
15,16 მაისს, 20:00, მოზარდ მაყურებელთა თეატრის ექსპერიმენტულის სცენაზე , დამოუკიდებელი პროექტის „ თერთმეტი“ პრემიერა შედგება.
სპექტაკლი, ეძღვნება საზოგადოებას, რომელსაც ღმერთის როლი აქვს მორგებული და ადვილად გამოაქვს განაჩენი თავისივე მსგავსი ადამიანებისთვის.
ეს არის სპექტაკლი რეალურ ისტორიებს ეფუძნება. პიესის ავტორმა და რეჟისორმა ეკატერინე კატო შარიქაძემ გადაწყვიტა ეს ისტორიები შეეგროვებინა და ერთ ამბად აკინძა.
აქ ყველაზე ამაზრზენ ამბავსაც კი გააჩნია საკუთარი სიმართლე, მეორე მხარე, გამართლება. სპექტაკლი ეძღვნება საზოგადოებას, რომელსაც ღმერთის როლი აქვს მორგებული და ადვილად გამოაქვს განაჩენი ადამიანებისთვის.
პიესის ავტორი და რეჟისორი ეკატერინე კატო შარიქაძე, ქორეოგრაფი ნიკოლოზ ნანიტაშვილი, მუსიკალური გაფორმება ალექსანდრა ლორთქიფანიძე, რეჟისორის ასისტენტი თამაზ ქარაული.
მონაწილეობენ: ანი ზაბმახიძე, ნინო შუშიაშვილი, თამარ ჭანუყვაძე, სოფო ახუაშვილი, ნინო არჩაია, თამარ ლორთქიფანიძე, სოფო ფერაძე, მარიამ ხუხუნაიშვილი, თამარ ცქვიტინიძე, სალომე წურწუმია, ნინო კიკაჩეიშვილი.
სპექტაკლში გამოყენებულია Kordz ის მუსიკა.
განსაკუთრებული მადლობა სოციალურ საწარმო „ ანინას“, რომელმაც იზრუნა მსახიობების ჩაცმულობაზე.