სექსუალური ენერგიის დამუშავება წარმოადგენს ხანგრძლივ ალქიმიურ პროცესს. ალქიმიური მუშაობა ადამიანის მხრიდან მუდმივ ყურადღებას მოითხოვს.
ჩვენს ბიოველს სხვადასხვანაირი სახის ენერგია აქვს, რომელიც სექსუალური ურთიერთობის დროს სხვადასხვანაირი ინტენსივობით იფრქვევა ჩვენს გარშემო სივრცეში და ბუნებრივია გავლენას ახდენს ჩვენს პარტნიორებზეც და ჩვენზეც. თანაც ამ ურთიერთობის დროს ისეთ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში შედის ადამიანი, რომ იგი ძალიან იხსნება და უხვად გასცემს და ასევე იღებს პარტნიორისაგან ყველანაირ ინფორმაციას, რომელიც მის აურას ახლავს თან, მის ყველანაირ ფარულ ენერგოინფორმაციასთან შედის კავშირში, პარტნიორების ბედ-იღბალი-კარმა ნაწილდება ერთმანეთზე და წარმოიდგინეთ უთავბოლო ორგიების შედეგად, ან თუნდაც არასასიკეთო ენერგიის მქონე ადამიანთან მოულოდნელი, ან ხანგრძლივი ასეთი კავშირების შედეგად რამხელა ზიანი ადგება შემთხვევითი კავშირების მოყვარულ ადამიანს.
ძველი ჩინელი დაოსი ოსტატები ყოველთვის ურჩევდნენ თავიანთ მიმდევრებს, კარგად გარკვეულიყვნენ თავიანთ პარტნიორებში, თანაც მინიმუმ ორი დღე (48 საათი) მაინც არის საჭირო, რათა წარმოიქმნას ერთმანეთის მიმართ ქვეცნობიერად ენერგეტიკული შესწავლის შედეგად გარკვეული გრძნობები, რომლის შედეგადაც უკვე შეიძლება ახლო კავშირის დამყარება.
პირდაპირ, ყოველგვარი სიახლოვისა და გაცნობის გარეშე დიდი ალბათობაა იმისა, რომ პარტნიორებმა ერთმანეთს მხოლოდ “შეაწმინდონ” თავთავიანთი ენერგიის გარკვეული “უხარისხო” ნაწილი, რითაც არცერთი მხარე არ რჩება მოგებული.
მრავალი პარტნიორის კარმის(ბედ-იღბლის) გადახარშვა ძალიან ძნელია, თანაც გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბევრ პარტნიორთან ურთიერთობა დიდ ენერგიას კი წარმოშობს, მაგრამ ეს ენერგია ძალიან ბინძურდება ასეთი ურთიერთობების შედეგად, მიუხედავად იმისა რამდენიც არ უნდა ასუფთავოთ ის.
ქალი ფლობს ამოუწურავ ინ რაც ასე მეტად სჭირდება იან ენერგიის მამაკაცს. თუკი მამაკაცს აქვს სწორი სექსუალური განათლება, მისთვის ერთი ქალი სრულიად საკმარისია, რათა მოახდინოს თავისი ენერგიის დაბალანსება (ასევე ქალისთვისაც ერთი მამაკაცი) . რადგანაც ჩვენი აურაც და ჩვენი სითხეებიც ინფორმაციას გადასცემენ და იღებენ, არაა რეკომენდებული ბევრ პარტნიორთან ურთიერთობა.
ოსტატები, რომლებიიც სექსუალური ენერგიის მიკროკოსმიურ ორბიტაზე ტრიალით უკვდავების ალქიმიურ ელექსირს ამზადებენ, მეტად სათუთად ეპყრობიან ამ საქმეს და შეძლებისდაგვარად ცდილობენ თავი აარიდონ ზედმეტ ხალხთან არათუ სექსს, არამედ ზედმეტ ურთიერთობასაც კი. ხედავთ რამდენი მოფრთხილება და სათუთი მოპყრობა სჭირდება ამ სფეროს, რათა უბრალო მექანიკური კავშირების შედეგად არ დაბინძურდეს ხანგრძლივი შრომის შედეგად მიღებული უნივერსალური ენერგია.
ამ ალქიმიური ელექსირის დამზადებას კი ოსტატები ახდენენ ჩვენთვის კარგად ნაცნობი მიკროკოსმიური ორბიტის წრეზე სექსუალური ენერგიის მუდმივ წარმოქმნასა და ტრიალში, ხოლო შემდგომ ამ ენერგიას ინახავენ ჭიპის უკან მუცელში მდებარე ენერგიის საცავში, შემდგომ აქედან საჭიროებისამებრ იკვებება თავისა და ზურგის ტვინი, რაც ასევე ახდენს ადამიანის სულიერი ძალების განვითარებასა და სხვადასხვა უნარების გააქტიურებას ( მესამე თვალი, ტელეპატია, ექსტრასენსორული თვისებების განვითარება, ადამიანთა მკურნალობა, საბრძოლო ხელოვნება და ა.შ.)
ასეთი ენერგეტიკული ვარჯიშები შესაძლებელია როგორც პარტნიორთან, ასევე პარტნიორის გარეშეც, რადგანაც სასქესო ორგანოები მუდმივად გენერირებენ და წარმოქმნიან-ასხივებენ მაღალი ხარისხის ენერგიას და მათი გამოყენება არათუ შესაძლებელი, არამედ აუცილებელიც არის.
ეს დაგიცავთ ენერგიის ერთ ადგილას გაჩერებისა და მისი შემდგომი დაბინძურებისგან, ასევე გიცავთ უარყოფითი და ვამპირული ენერგიებისგან, სხვა ადამიანთა მხრიდან ხელოვნური ნეგატიური ზემოქმედებებისგან . ამ ენერგიის მობილიზება და მიკროკოსმიურ ორბიტაზე ტრიალი იწვევს როგორც ადამიანის ენერგოტონუსის გაძლიერებას, ასევე ასეთი ადამიანი მეტ ხანს ცოცხლობს სხვებთან შედარებით და გამოირჩევა სტაბილური ჯანმრთელობით…!!!
ავტორი: მამუკა მანგოშვილი
დაოსური ფსიქოენერგეტიკული პრაქტიკები