ოღონდ დროებით…
შენ ჩემი არ გესმის, არც გინდა გაგეგო.
მე შენი ბოლომდე მესმის, ვცდილობ, კიდე უფრო კარგად გაგიგო.
შენ გონებით დამინახე, გულით უნდა დაგენახე. გონებით დანახვა დროებითია… და ასეც მოხდა.
მე მთელი არსით შენთან და შენთვის ვარ, ბევრი რამე გაჩვენე და გასწავლე.
შენ გინდა პირველი იყო , მიაღწიე კიდეც,
მე დაუნანებლად მოგეცი პირველობა. ოღონდ დროებით.
შენ მუდმივად ეჭვებში ხარ და ამით მაწუხებ,
მე არ ვარ ეჭვიანი, იმიტომ, რომ ერთგული ვარ.
ვინც ეჭვიანია, ის არც სანდოა და არც ერთგული.
შენ გამუდმებით გამომცდელ კითხვებს მისვამ,
მე გულწრფელად გპასუხობ, შენ არ გჯერა.
შენ ჩემგან სასწაულებს ელი,
მე შენს გაოცებას ვერ შევძლებ, იმიტომ რომ შენ თავად არ ხარ საოცარი.
შენ გინდა ისეთი ვიყო, როგორიც შენ გინდა.
მე ვერ ვიქნები, ჩემთვის ეს არ შეიძლება, იმიტომ, რომ მე ჩვეულებრივი არ ვარ.
შენ გინდა ლაღი ვიყო.
მე მარტოობა მხიბლავს.
შენ გგონია ბოლომდე მიცნობ,
მე მოვედი და შენ ვერ მიცანი.
შენ მუდმივად მებრძვი, გინდა სულ გაიმარჯვებული იყო, შენ ამას ვერ მიაღწევ, იმიტომ, რომ შენ გამარჯვებულის ნიშნით არ დაბადებულხარ.
მე გამარჯვებული დავიბადე, ამიტომ მე არასოდეს გებრძვი.
შენ ვერ ხვდები, რომ ჩვეულებრივი ადამიანი ხარ.
მე არ ვარ ჩვეულებრივი, მე ჩემი დაბადებაც და გარდაცვალებაც ვნახე.
შენ გინდა გაიგო რა არის ბედნიერება,
მე გასწავლე, მაგრამ შენ უნიჭო აღმოჩნდი.
შენ სულიერ სიმშვიდეს ვერ მოიპოვებ, იმიტომ რომ გგონია ყოველთვის მართალი ხარ.
შენ გაურბიხარ მარტოობას, გეშინია.
მე მარტოობაში ვხედავ ტკბობას და ბედნიერებას.
შენ გამორჩეული ადამიანები გხიბლავს და ცდილობ შენც გამორჩეული იყო.
მე ყველა მიყვარს, მარტო ვარ და მაინც ყველა მიყვარს.
მე უკვე გავიაზრე, მარტო მოვედი და მარტო წავალ.
აქამდე მიყვარდი, ახლა მხოლოდ სიბრალულის გრძნობა მაქვს და მედარდები.
გიორგი ჯაჯანიძე