26 წლის ასაკში იგი გაკოტრდა და კრედიტების სახით 75 ათასი ამერიკული დოლარი დაედო ვალად. ამ რთული ვითარებიდან, შეფერმა უცნაური გამოსავალი იპოვა.
მან გადაწყვიტა, რომ „ფინანსური ტრენერი“ ესაჭიროებოდა და იპოვა კიდეც. ამის შედეგად პირველივე წელს მან თავისი პირველი 100 ათასი გამოიმუშავა, შემდეგ კი მილიონერიც გახდა.
გთავაზობთ სიმდიდრის 21 პრინციპს ბოდო შეფერისგან
1. გადაინახეთ შემოსავლის 25 პროცენტი სხვა ანგარიშზე. შემდეგ კი ეს ფული დააბანდეთ. ბანკები იხდიან მიზერულ პროცენტს და ფულს უბრალოდ ინფლაციისგან იცავენ.
2. გააკეთეთ ეკონომია. მხოლოდ ამ გზით შეიძლება გახდეთ მილიონერი რამდენიმე წელიწადში.
3.შეიყვარეთ ფული. ჩვენი პრობლემები ფულთან ცუდი დამოკიდებულებით იწყება. მოუფრთხილდით მას.
4. შეადგინეთ თქვენი ფინანსური გეგმა 7-დან 10 წლამდე ხანგრძლივობით. გაითავისეთ რისკენ მიილტვით. ჩამოყალიბდით ამისთვის რას გააკეთებთ.
5. ოცნებები არ უნდა იყოს პატარა. იაზროვნეთ გლობალურად. იოცნებეთ მილიარდებზე და დიდ წარმატებაზე. დიდი ოცნებები გაანაწილეთ მცირე მიზნებზე.
6. თქვენი პრინციპები ისეთი უნდა იყოს, როგორც მილიარდერებისა თუ მილიონერებისა.
7. იყავით დარწმუნებული საკუთარ თავში. ფული და წარმატებული ადამიანები თვითდაჯერებული ადამიანებისკენ მიილტვიან.
8. არ შეუშინდეთ პრობლემებს. ისწავლეთ გიხაროდეთ პრობლემაც და წარუმატებლობაც. დიდი მიზნები დიდ პრობლემებსაც აჩენენ. პრობლემების მოგვარებით, ჩვენ ვძლიერდებით.
9. წამომდგარი დაცემული გაცილებით ძლიერია. დაფიქრდით ამ ფრაზაზე. ძალიან აქტუალური წესია მათთვის, ვის ცხოვრებაშიც კრიზისია.
10. ფინანსური თავისუფლება ფინანსური შეზღუდვების გავლით მოდის.
11. თუ თქვენ გადაწყვიტეთ რაიმეს გაკეთება და არ გააკეთეთ ეს 72 საათის განმავლობაში, დიდია ალბათობა იმისა, რომ ამას აღარასდროს გააკეთებ.
12. გჯერათ თუ არა რომ გამდიდრდებით? არ აქვს მნიშვნელობა გჯერათ თუ არა, მაგრამ თუ მიჰყვებით მარტივ წესებსა და პრინციპებს მაშინ აუცილებლად გამდიდრდებით. დაიწყეთ სწორი მიდგომა საკუთარ ფინანსებთან დღეიდანვე.
13. მხოლოდ 20 პროცენტიან ძალისხმევას მოაქვს 80 პროცენტიანი შედეგი. 80 პროცენტიან ძალისხმევას კი მხოლოდ 20 პროცენტიანი შედეგი.
14. სიმდიდრე ჩვენი უფლებაა. იმისათვის, რომ იყოთ მდიდარი, საერთოდ არ არის აუცილებელი დაიბადოთ მდიდარ ოჯახში.
15. საკუთარი თავის რწმენა და პოზიტივი – ფინანსური წარმატების მნიშვნელოვანი პრინციპია.
16. იფიქრეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე. წარმატება წარმოუდგენელია კარგი ჯანმრთელობის გარეშე. სიმდიდრე ჯანმრთელობის გარეშე ბედნიერებას არ მოგიტანთ.
17. თქვენ ყოველთვის უნდა გქონდეთ ფინანსური „მარაგი“, რომელიც მინიმუმ 6 თვე მაინც გეყოფათ.
18. სიმდიდრის მოსაზიდად, კარგი განათლებაა საჭირო. ეცადეთ მუდმივად იღებდეთ ცოდნას.
19. კაპიტალიზმი – ეს ნიანგებით სავსე აუზია. იმარჯვებს უძლიერესი.
20. სიმდიდრე ეს არის ის, რაც შემოინახეთ და არა ის, თუ რამდენი დახარჯეთ გასართობად.
21. არ გიხდიან იმდენს, რამდენიც ღირხართ? არა, თუ თქვენ ამ ფულისთვის მუშაობთ – მაშინ ზუსტად ამდენი ღირხართ. თუ რაიმე არ მოგწონთ – შეიცვალეთ სამსახური, ცხოვრების წესი, შეცვალეთ საკუთარი თავი.