„კონკია“ ერთ–ერთი კლასიკური ზღაპარია მსოფლიო ლიტერატურის საგანძურიდან. ეს
არის ისტორია იმაზე, თუ როგორ აუსრულდა ობოლ, ღარიბ გოგონას ოცნებები სიმდიდრეზე
და ბედნიერებაზე.
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი სცენა წარმოგიდგებათ ყველაზე ნათლად ამ ზღაპრიდან
თქვენს წარმოსახვაში?
- კონკია, რომელიც იტანჯება ავი დედინაცვლის ხელში;
- კონკია, ქცეული პრინცესად თავისი ჯადოქარი ნათლიის დახმარებით;
- კონკია, რომელიც კარგავს თავის ფეხსაცმელს სასახლის კიბეებზე მაშინ, როცა საათს ისრები 12 – ს ჩამოჰკრავს.
- სცენა, სადაც პრინცი ბოლოს და ბოლოს იპოვის მას და აცმევს ფეხსაცმელს.
გასაღები ტესტისტისთვის „კონკიას ისტორია“
თქვენს მიერ შერჩეული სცენის ელემენტების უფრო დეტალური შესწვალა გვეუბნება იმას,
თუ თქვენი პიროვნების რა ნაკლთან არის დაკავშირებული თქვენი არჩევანი.
1. კონკია, რომელიც იტანჯება ავი დედინაცვალის ხელში;
ფიქრი საცოდავ კონკიაზე, რომელიც დღე და ღამე მუშაობს და რომელსაც დედინაცვალი და
ნახევარდები მუდმივად ლანძღავენ და შეურაცხყოფას აყენებენ, თქვენში იწვევს
თანაგრძნობის განცდას. მაგრამ თანაგრძნობის მედლის მეორე მხარეს წარმოადგენს
აღმატებულების და სიამაყის გრძნობა. თქვენ დაგამახსოვრდათ ეს სცენა იმიტომ, რომ მან
მოგცათ საშუალება გეგრძნოთ თავი ვინმე სხვაზე უფრო უკეთეს მდგომარეობაში.
თქვენ მოგწონთ, როცა ადამიანებს უყურებთ მზრუნველი თვალებით, მაგრამ უფრთხილდით
თქვენს მიდრეკილებებს იმისკენ, რომ უყუროთ ასეთ ადამიანებს ზემოდან ქვემოთ.
2. კონკია, ქცეული პრინცესად თავისი ჯადოქარი ნათლიის დახმარებით;
ჯადოსნური ჯოხის ერთი დაქნევით ფერია–ნათლია კონკიას აქცევს უმშვენიერეს პრინცესად
და სამუდამოდ ცვლის მის სამყაროს.
მაგრამ აქ, რეალურ სამყაროში. ყველაფერი არც თუ ისე მარტივადაა. თქვენი ყველაზე დიდი
ნაკლია ცხოვრების პრაქტიკული ასპექტებისადმი ბრმა, ზერელე დამოკიდებულება და
დაგეგმვისა და შედეგებისადმი ორიენტირების მნიშვნელობის არასათანადო დაფასება.
ეტყობა თქვენ გავიწყდებათ, რომ არ არსებობს არანაირი ჯადოსნური ფერია, რომელიც
ჯოხის ერთ გაქნევით მოაგვარებს იმ პრომლემებს, რომლებსაც თქვენ თვითონ უქმნით
საკუთარ თავს.
3. კონკია, რომელიც კარგავს თავის ფეხსაცმელს სასახლის კიბეებზე მაშინ, როცა საათის
ისრები 12–ს ჩამოჰკრავს.
ამ სცენამ თქვენზე გამსაკუთრებული შთაბეჭდილება იმიტომ მოახდინა, რომ მან იმოქმედა
თქვენი სხვებისადმი დამოკიდებულების გრძნობაზე.
ძალინ ადვილია, წარმოიდგინო, როგორ გარბიხარ საათის რეკვის ხმაზე ტოვებ რა
პრობლემებს და გადაუჭრელ საკითხებს, თუ ყოველთვის იმის იმედი გაქვს, რომ შენს
გაფუჭებულ საქმეს სხვები გამოასწორებენ.
ასეთმა მიდგომამ შეიძლება გარკვეული ხნით შეგიმსუბუქოთ ცხოვრება, მაგრამ ადრე თუ
გვიან, მოვა ანგარიშების გასწორების დრო.
4. სცენა, სადაც პრინცი ბოლოს და ბოლოს იპოვის მას და აცმევს ფეხსაცმელს.
თითქმის ყველას უყვარს ჰეფი–ენდი და თქვენც ამ უმრავლესობას მიაკუთვნებთ საკუთარ
თავს და სწორედ ამაში მდგომარეობს თქვენი პრობლემა.
თქვენ ძალზე ადვილად გაკმაყოფილებთ ყველაფერი მარტივი, ნორმალური,
საშუალოსტატისტიკური. ყველაფერი, რასაც თქვენ ცხოვრებისგან ელოდებით, ეს არის
ჩვეულებრივი სამსახური, ჩვეულებრივი ხელფასი, ჩვეულებრივი მეგობრები, ჩვეულებრივი
ოჯახი, ჩვეულებრივი ბავშვები…
იმუშავეთ უფრო მეტი საკუთარი უნიკალურობის და ორიგინალურობის აღმოსაჩენად და
გამოსავლენად.
გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ პიროვნება, რომელსაც გააჩნია საკუთარი ინდივიდუალობა,
მიუხედავად იმისა, გრძნობთ ამჟამად ამას თუ არა.
კოკოლოგია- იაპონური ფსიქოლოგიური ტესტ თამაშები
თარგმნა: ხვიჩა მებონიამ
