fbpx

„ტიტანიკის“ მგზავრი, რომელიც ტყუილმა გადაარჩინა

ავტორი Ann
174 ნახვა

ლეგენდარული „ტიტანიკის“ ჩაძირვიდან უამრავი წელი გავიდა, თუმცა მის შესახებ სხვადასხვა ამბები დღემდე ძალიან აქტუალურია. ერთ-ერთი ირლანდიური გამოცემა გადარჩენილი გოგონას შესახებ წერს, რომელმაც პრაქტიკულად საკუთარ თავს თავად უშველა.

ეს გოგონა ქეით გილნაგია, ბილეთის ნომრით 35951, მესამე კლასი, გემზე ავიდა ქუინსთაუნში, მიემგზავრებოდა ნიუ იორკში. ტრაგედიას გოგონა ტყუილის გამო გადაურჩა. იმის გამო, რომ სამაშველო ნავებში ადგილი აღარ იყო, მასზე ასვლაზე უარი უთხრეს. „მაგრამ მე მინდა დასთან ერთად წავიდე“ – წამოიძახა გოგონამ. ამის შემდეგ კი მას ნავში ჩასვლის უფლება მისცეს.

„ღმერთმა მაპატიოს. ტყუილი ვთქვი,“ – იხსენებდა წლების შემდეგ პრესასთან ქეითი, – „სინამდვილეში ჩემი და ბორტზე არ იყო, თუმცა მე ნავში ჩასვლის უფლება მომცეს. იმდენად გადატვირთული იყო, რომ ფეხზე ვიდექი“.

გოგონას და მართლა ელოდებოდა, თუმცა არა ნავზე, არამედ ნიუ იორკში და ტრაგედიის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ალბათ ვერც წარმოიდგენდა, რომ ქეითი შესაძლებელი იყო გადარჩენილიყო.

გილნაგი გარდა თავისი „თეთრი ტყუილისა“ გარეგნობამაც გადაარჩინა, რადგან ის ყურადღების ცენტრში რამდენჯერმე აღმოჩნდა და ეცადნენ დახმარებოდნენ. სხვათაშორის, აღსანიშნავია, რომ მისი თანამგზავრი 3 გოგონაც მასთან ერთად გადარჩა.

„ტიტანიკი“ 1912 წლის 15 აპრილს აისბერგთან შეჯახების შედეგად ჩაიძირა.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment