თუ გინდა ბედნიერი იყო, აუცილებლად იქნები.
ეს მხოლოდ სიტყვები არაა, რომ ბედნიერება წვრილმანებშია. კი, ასეა ზუსტად.
მთავარია გინდოდეს და შეძლებ დანახვას.
ყოველი გათენებული დღე…
ერთი ფინჯანი ყავა…
ერთი კარგი ამბავი (არ აქვს მნიშვნელობა ვის ეკუთვნის).
კარგი კომენტარი…(ჩვენს რეალობაში)
მშობლის სატელეფონო ზარი…
შვილის თბილი გამოხედვა…
საყვარელი ადამიანის მიერ შესწორებული საბანი (დარდობს არ გაცივდე ❤ ).
ცხოველებთან/ფრინველებთან/ყვავილებთან ურთიერთობა….
მეგობრული საუბრები თუნდაც ჩატში.
დედმამიშვილებთან გულიანი საუბრები (სადაც აუცილებლად ბავშობის მოგონებები ამოტივტივდება).
საქმე, რასაც აკეთებ და გულით გიყვარს…
კარგი ფილმის ყურება…
უანგარო სიკეთის კეთება (ამაზე დიდი ადრენალინი არ არსებობს).
ასე დაუსრულებლად შეიძლება გაგრძელდეს…
ჰოდა, დავინახოთ, იქნებ ამ “წვრილმანებმა” გადაწონოს ის ნეგატივი, რაც სამყაროში ხდება.
ბედნიერი დღე ჩვენ, ყველას ❤
თეა მანგოშვილი