fbpx

წელიწადში ერთხელ შვილს წერილი მისწერეთ – დაუვიწყარი სახსოვარი მოზრდილობაში

ავტორი ჟოლო
580 ნახვა

დღეს წერილებს იშვიათად წერენ, მაგრამ ყველამ იცის, რამდენი სითბო და სიყვარული მოაქვს ძველი წერილების კითხვას… წელიწადში ერთხელ მაინც მისწერეთ თქვენს შვილს წერილი. ეს ის წერილი იქნება, რომელსაც მოზრდილობაში წაიკითხავს.

მოუყევით სახალისო ისტორიები, რომელიც იმ წელს თავს გადახდა, ასევე გაიხსენეთ სირთულეები და ყველა მნიშვნელოვანი მომენტი, რაც თქვენსა და მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. გაანდეთ თქვენი სამომავლო ჩანაფიქრები. წერილს თან დაურთეთ ფოტოები, ღია ბარათები და სხვა სამახსოვრო ნივთები, რომლებიც სხვა შემთხვევაში აუცილებლად დაიკარგებოდა.

რა თქმა უნდა, არც იმის შეხსენება დაგავიწყდეთ, რა ძლიერად გიყვართ. შეინახეთ ეს წერილები საქაღალდეში და რამდენიმე წლით დაივიწყეთ.

ასე უნდა გაგრძელდეს ყოველ წელიწადს. სრულწლოვანობის დღეს კი ეს საქაღალდე შვილს აჩუქეთ. ეს მისთვის ფასდაუდებელი განძი გახდება, სადაც მისი ბავშვობის მოგონებები და მშობლის სითბო იქნება ჩაქსოვილი. ბედნიერ თუ მძიმე დღეებში ეს საქაღალდე გაახსენებს, თუ როგორ იცავს თქვენი სიყვარული ყოველგვარი უბედურებისგან, სიხარულს კი ყოველთვის იზიარებს.

წყარო: mshoblebi.ge

მსგავსი სტატიები

Leave a Comment