fbpx

უცნაური ფაქტები ძილის შესახებ

ავტორი ჟოლო
2.2K ნახვა

8 საათზე ნაკლები ძილი ნასვამის მდგომარეობაში გამყოფებს.
ადამიანები რომლებიც 16 საათზე მეტს ფხიზლობენ დღე-ღამეში დაახლოებით ისე იქცევიან, თითქოს მათ ორგანიზმში 0.5 პროცენტი ალკოჰოლი ჰქონდეთ.

უძილობა მარტოხელების დაავადებაა.

უმეტეს შემთხვევაში ინსომნია გაყრილ, განქორწინებულ, დაქვრივებულ ადამიანებს აწუხებთ.

პარასომნია ძილის დარღვევაა, რომლის დროსაც შეგიძლია მძინარემ არაბუნებრივი რამეები ჩაიდინო, ამ დროს შეიძლება ჩაიდინო დანაშაული. მაგალითად, ატარო მძინარემ, მოკლა, ან შეეცადო გაუპატიურებას.

ადამიანების 12 % შავ-თეთრ სიზმრებს ხედავს. მას შემდეგ რაც ფერადი ტელევიზორი მოიგონეს, პროცენტული მაჩვენებელი იკლებს.

ძილის დროს შენი სხეული იტენება, ეს მხოლოდ დასვენება არ არის, ამ დროს ხდება არა მარტო ძალების აღდგენა, არამედ ორგანიზმისთვის აუცილებელი ჰორმონების გამომუშავება.

ადამიანებს, რომლებიც სიზმრებს არ ხედავენ ფსიქიკური დარღვევები აქვთ, ანუ სიზმარი ბუნებრივია, უსიზმრობა არაბუნებრივი.

უძილობა ასუქებს. როცა ძილი გაკლდება გშივდება, რადგან ამ დროს იცვლება ლეპტინის დონე, რომელიც მადაზეა პასუხისმგებელი და ადამიანი უფრო მეტს ჭამს.

იაპონიაში სამსახურში ძილი მისაღებია, ისინი ფიქრობენ, რომ ეს ბევრი მუშაობისგან გამოფიტვის შედეგია.

უძილობა უფრო სწრაფად კლავს, ვიდრე შიმშილი. ადამიანი 2 კვირიან შიმშილს უძლებს, აი უძილობა კი 10 დღეში უღებს ბოლოს.

წყლის წავებს მეწყვილესთან ხელჩაკიდებულებს სძინავთ, რომ ძილში ერთმანეთი არ დაკარგონ, მაშინ როცა ადამიანების წყვილების მეოთხედს ცალ-ცალკე სძინავთ.

ადამიანებს უკეთესად სძინავთ ახალი მთვარის დროს და ცუდად სავსე მთვარის დროს. თუმცა, მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის.

დასაძინებლად საშუალოდ 10-15 წუთი სჭირდება ადამიანს,
უფრო ნაკლები ან უფრო მეტი დრო – უკვე დარღვევაა.

თუკი დილით ადგომა გიჭირთ, ნიშნავს რომ ჯანმრთელობის პრობლემები გაქვთ. ამ მდგომარეობას დისეინია ქვია და მიზეზი ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, დეპრესია ან რამე სხვა ჯანმრთელობის პრობლემები შეიძლება იყოს.

ინსომნია გლოვის ბუნებრივი მდგომარეობაა, ამ დროს საძილე წამლების მიღება ბუნებრივ პროცესებს აფერხებს.

ადამიანები ცხოვრების მესამედს ძილში ატარებენ, ეს დაახლოებით 25 წელია. სამაგიეროდ კატები ატარებენ ცხოვრების 70%-ს ძილში. კოალებს კი დღე-ღამეში 22 საათი სძინავთ.

დღე-ღამეში 7 საათზე ნაკლები ძილი სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს, ასეთივე პრობლემას ქმნის რეგულარულად 8 საათზე მეტი ძილიც.

წყარო: 

წერილი ბრმებზე – თვალხილულთა ჭკუის სასწავლებლად.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment