fbpx

მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელიც შეგიცვლის მთელ ცხოვრებას!

ავტორი ჟოლო
1,430 ნახვა

– სრულიად მარტო ვარ…

– არ მჯერა, ეს როგორ?

– ახლა არავინ მყავს გვერდით…

– ვოუ… ეს კარგია, საუკეთესო მომენტია!

– რას ამბობ?

– კი, ასეა! რადგან სწორედ ახლა და ამ მდგომარეობაში მოგიწევს ერთი ადამიანის გაცნობა და ეს იქნება ის მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელიც შეგიცვლის მთელ ცხოვრებას!

– საიდან იცი რომ გავიცნობ და ვისთან მომიწევს შეხვედრა?

– საკუთარ თავთან ძვირფასო, საკუთარ თავთან!!!
ადრე თუ გვიან, მნიშვნელოვანი შეხვედრა ადამიანის ცხოვრებაში, მაინც შედგება (ან არც შედგება) და ეს ახლის დაბადების, ცხოვრების ახალ ხარისხში გადასვლის მომენტებია.
მომენტებია როდესაც უშვებ ცხოვრებიდან – ძველ და უვარგის წყენებს, ბრაზს, დანაშაულის გრძნობას, სინანულს გარდასულ დღეებზე… ამ პროცესში სწავლობ ძველის მიღებას, საკუთარ თავს ხედავ ნამდვილს „ის ვინც ხარ“, ხვდები – იდეალური არასდროს გახდები და ისწრაფი სრულყოფისკენ…
… და ივსება შენი სული სიყვარულით საკუთარი თავის, სხვების მიმართ, სწავლობ მიმღებლობას, რადგან ამ გარდასახვის მტკივნეულ პროცესში შეიმეცნე სამყაროს ენა და ხარობ ყოველი წამით, ასხივებ სინათლეს, შინაგან სილამაზეს და ლამაზდება გარშემო ყველაფერი რასაც კი ეხები!
ახლიდან დაბადებას, საკუთარი თავის აღმოჩენას, უფრო სწორედ სულთან შეხვედრას ვეძახი ამ პროცესს და ეს შეუდარებელი განცდაა…
ბედნიერების განცდას და ულევ სიხარულს გისურვებთ!

თამარ კვარაცხელია

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment