fbpx

უნიკალური ხელნაწერების ფოტოასლები საქართველოშია

ავტორი ჟოლო
164 ნახვა

საქართველოს ხელოვნების სასახლემ გერმანიაში მოღვაწე ქართველ ემიგრანტ მაკა ბაუერისაგან ეროვნული მნიშვნელობის საჩუქარი მიიღო. მაკა ბაუერმა ხელოვნების სასახლეს ავსტრიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ქართული უნიკალური ხელნაწერების ფოტოასლები გადასცა.

სახარების გიორგი მთაწმიდისეული რედაქცია”, „კრებული” (შეიცავს სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა პირის მიერ გადაწერილ თხზულებებს, აგრეთვე ხანმეტ ტექსტებს), „თუენნი”, „მრავალთავის მსგავსი კრებული” ფოტოასლები, რომლებიც ამიერიდან ხელოვნების სასახლისა და ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში იქნება დაცული.

აღსანიშნავია, რომ დღემდე ქართველ მეცნიერებს ვენის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩაუსვლელად ქართულ ხელნაწერებზე მუშაობის საშუალება არ ჰქონდათ. ამიერიდან კი ათასზე მეტი გვერდი სრულად არის გაციფრებული და დიგიტალიზებული და ხელოვნების სასახლესა თუ ეროვნულ ბიბლიოთეკაში მისული ნებისმიერი მკვლევარისათვის ეს უნიკალური მასალა ხელმისაწვდომია.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment