საკონცერტო გამოსვლების გრაფიკის შედგენა, პრესასთან ინტერვიუების ორგანიზება,
ფანატებთან გასაუბრება…
ვარსკვლავების პირად მენეჯერებს საქმე ყოველთვის თავზესაყრელად აქვთ. ამ ბიზნესში
ყველაფერს წყვეტს იმიჯი. თუ გსურთ, რომ თქვენი კლიენტის სახელი მუდმივად
ტრიალებდეს პრესის ფურცლებზე და ჟღერდეს ტელეეკრანებიდან, თუ გსურთ, რომ
მოწვევები და საკონცერტო განაცხადები თქვენს შოუზე არასდროს არ წყდებოდეს, მაშინ
ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ თქვენი კლიენტი ფორმაში იყოს ოცდაოთხი
საათი დღეში, სამასსამოცდახუთი დღე წელიწადში… დანარჩენი დროს შეგიძლიათ
დაისვენოთ თქვენი სიამოვნებისთვის.
წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ იმედის მომცემი ახალგაზრდული მუსიკალური ჯგუფის
მენეჯერი. მათ აქვთ ტალანტი და გამოიყურებიან როგორც საჭიროა, მაგრამ მათი ალბომები
რატომღაც ცუდად იყიდება.
როგორ ფიქრობთ, რატომ უჭირს თქვენი მეურვეობის ქვეშ მყოფ ჯგუფს პოპულარობის
მოპოვება?
გასაღები ტესტისთვის „ვარსკვლავური კადრები“
სანამ კითხვას გააგრძელებთ, დარწმუნდით, რომ ტესტის ყველა პირობა შეასრულეთ
შეიძლება ითქვას, რომ მთავარი, რაც მოეთხოვება შოუ–მენეჯერს, ეს არის უნარი შეხედოს
კლიენტს ცივი უემოციო მზერით და ობიექტურად შეაფასოს მისი ძლიერი და სუსტი
მხარეები და შეიტანოს აუცილებელი კორექტირებები.
მენეჯერის როლში აღმოჩენით, თქვენ აღიჭურვეთ სწორედ ასეთი კრიტიკული
შეხედულებებით საგნებზე. ამ გამჭოლმა მზერამ მაშინვე შენიშნა სუსტი წერტილი თვითონ
თქვენს თავში, რომლის არსებობაზეც თქვენ შეიძლება წარმოდგენა საერთოდ არ გქონდათ ან
შეიძლება იცოდით, მაგრამ არ აღიარებდით.
მაშ ასე, რა გადაწყვიტეთ, რომ საქმე ტაქტიკურ გათვლებშია? ან იქნებ საჭირო კავშირების
სიმცირეში, ან საერთოდ მთელ შოუბიზნესში არსებულ კრიზისში?
იმაზე ადვილი არაფერია, რომ საკუთარ წარუმატებლობებში სხვები დაადანაშაულო,
თუნდაც ამას ქვეცნობიერად აკეთებდეთ. სინამდვილეში თქვენ შეიძლება ცდილობთ
უთხრათ საკუთარ თავს, რომ თქვენი ძირითადი ნაკლი მდგომარეობს საკუთარ ცხოვრებაზე
პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების უნარის უქონლობაში.
თუ ჯგუფის არასაკმარისი პოპულარობის მიზეზად დაასახელეთ უსიამოვნებები ჯგუფის
წევრებს შორის, მაშინ სავარაუდოდთ თქვენ გტანჯავთ შინაგანი კომფლიქტები. თუ თქვენ
გსურთ გახდეთ ვარსკვლავი, პირველ რიგში უნდა ისწავლოთ საკუთარი თავის სიყვარული.
თუ ფიქრობთ, რომ ჯგუფის არაპოპულარობის მიზეზი ფანატებისადმი გამოჩენილი
უყურადღებო დამოკიდებულებაა, ესე იგი თქვენ უფრო მეტი უნდა იზრუნოთ მეგობრებზე
და ახლობლებზე.
დაიმახსოვრეთ, მეგობრებისა და ახლობლების სიყვარულის გარეშე შეუძლებელია ეზიარო
ვარსკვლავური დიდების ჭეშმარიტ ბედნიერებას.
კოკოლოგია- იაპონური ფსიქოლოგიური ტესტ თამაშები
თარგმნა: ხვიჩა მებონიამ