fbpx

“ვინც ახლა უფსკრულთან და ჩიხთან მოხვდით”…

ავტორი ჟოლო
886 ნახვა

ხშირად, იდუმალებით მოცულ სიცოცხლეში მოგზაურობის დროს, აღმოვჩნდებით ხოლმე ჩიხში, საიდანაც გამოსავალს ვერ ვხედავთ, თუმცა-არც ვეძებთ. გვგონია, რომ ეს ჩვენი მოგზაურობის უკანასკნელი წერტილია და ვნებდებით…

ამ დროს სულში ყველაზე დიდი ტკივილია, იმ აუარებელ პოტენციალს, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ვატარებთ, სწყურია რეალიზება, საინტერესო გამოსავლის პოვნა, მოქმედება, ბრძოლა და ჩვენ ნებას არ ვრთავთ. ვკლავთ…
არადა, ეს ჩვენი ცხოვრების ამსახველი უზომოდ საინტერესო წიგნის მხოლოდ ერთი თავის დასასრულია, საიდანაც ნამდვილი და ჯადოსნური მოგზაურობა იწყება.

ყველამ, ვინც ახლა უფსკრულთან და ჩიხთან მოხვდით, საიდანაც გამოსავლის არსებობა ვერ წარმოგიდგენიათ, ღრმად ჩაისუნთქეთ, უკანასკნელი ძალა მოიკრიბეთ და მოემზადეთ დაუვიწყარი მოგზაურობისათვის🦄

ანა არველაძე, ფსიქოლოგი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment