გამარჯობა ჩემო ძვირფასო, ამ წერილს გაცილებით ადრე გწერ ვიდრე უნდა გაგიცნო, შენი გაცნობა სიმართლე გითხრა არ მეჩქარება, მაგრამ რაღაცეების თქმა უკვე მინდა:) (ორი სიტყვით გასაუბრება) :):)
არ ვიცი ვინ ხარ, სად ხარ, რომელ ქალაქში, ქვეყანაში, სოფელში და აშ… თუმცა, სადაც არ უნდა იყო, ვინც არ უნდა იყო, უკვე ვიცი რომ ძალიან კარგი ხარ, რადგან ჩვენი შვილის რჩეული გახდები ადრე თუ გვიან…
არც ის ვიცი რა ინტერესები გაქვს, მაგრამ ვიცი რომ უინტერესო ნამდვილად არ იქნები… ჰო წლებით ადრე ვიფიქრე შენზე… იმიტომ რომ ვინც კი მყავს, რაც კი მაბადია ამ ქვეყნად ყველაზე ძვირფასი, მისი მეგზური უნდა იყო მთელი ცხოვრება… ჩვენთან ერთად და მერე უჩვნოდაც ❤
გესმის რა მნიშვნელოვანი ადრესატი ხარ?! ალბათ ყველა იმ ადამიანზე მნიშვნელოვანი, ვისთვისაც წერილი ოდესმე გამიგზავნია და არ გამიგზავნია….
და მაინც რა მინდა გითხრა?
ბევრი არაფერი… ჩემი შვილის თვალები მინდა ბრწყინავდეს მუდამ! და მხოლოდ შენ შეგიძლია ეს ❤ აი, ამას თუ მოახერხებ მთელი ცხოვრება, შეგიძლია მეგობრებში სიდედრზე ანეგდოტებიც მოყვე:):):) რომ მიცნობდე ვერ წარმოიდგენ რამხელა ნაბიჯი გადმოვდგი შენსკენ, ჩემზე სიცილის ნება რომ დაგრთე:):):):)
არ ვიცი ვინ ხარ, არ ვიცი სად ხარ, მაგრამ ახლა წერილს გწერს ერთი გადარეული ქალი და არ გააწბილო, გულით გთხოვა ბედნიერება შენიც და მისი ერთადერთი მზის ანის ბედნიერება ❤ ❤ ❤
პ.ს ჯერ იქ იყავი სადაც ხარ, ბედნიერად:) 🙂 ❤
თამარ ბოკერია