121
ერთხელ, ერთ-ერთი სალექციო ტურის დროს მარკ ტვენი ადგილობრივ სადალაქოში წვერის შესაკრეჭად შევიდა. საუბრისას მან დალაქთან ახსენა, რმ ქალაქში პირველად იყო.
„ჩამოსასვლელად შესანიშნავი დრო აგირჩევიათ, დღეს საღამოს მარკ ტვენი ატარებს ლექციას. ალბათ წასვლა გენდომებათ არა?“ – ჰკითხა დალაქმა.
„ვფიქრობ, დიახ“…
„ბილეთი ნაყიდი გაქვთ?“
„ჯერ არა“.
„ყველა მათგანი გაყიდულია, ფეხზე დგომა მოგიწევთ“.
„რა ბედი მაქვს, როდესაც ეს ყმაწვილი ლექციას ატარებს, ყოველთვის ფეხზე დგომა მიხდება.“ – უპასუხა დალაქს ენამოსწრებულმა ტვენმა.