fbpx

თავდაჯერებულობა – წარმატების გასაღები!

ავტორი Ann
1.9K ნახვა

 

იწყებთ სამსახურზე ან საკუთარ ბიზნესზე ზრუნვას, შესაბამისი გამოცდილება კი არ გაგაჩნიათ. საკმაოდ რთულია… სწორედ ეს სირთულე უშლის ხელს უამრავ ადამიანს წარმატების მიღწევაში, მაგრამ თუ მიუხედავად მწირი გამოცდილებისა ნაბიჯებს მაინც დგამთ… სწორედ ესაა თავდაჯერებულობა.

 

თავდაჯერებულობა თქვენი შინაგანი ხმაა, შინაგანი რწმენა საკუთარი შესაძლებლობებისა. მუჰამედ ალი ამბობდა: „მე ვარ ყველაზე დიდი ადამიანი. ეს მანამდე ვთქვი, ვიდრე გავიგებდი, რომ მართლა ასეთი ვიყავი“. დიახ, მთავარია გჯეროდეთ საკუთარი თავის.

 

როგორ მივაღწიოთ თავდაჯერებულობას? უპირველეს ყოვლისა, გახსოვდეთ, რომ წარმატების მოტორი ბედნიერებაა.

 

გაეცით პოზიტიური ემოცია – პოზიტივი ისაა, რასაც ყველაფერის შეცვლა შეუძლია დადებითისკენ. დაარწმუნეთ საკუთარო თავი და იმეორეთ, რომ გააკეთებთ იმას რისი გაკეთებაც გსურთ. თავდაპირველად ეს ტყუილი იქნება, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენთ, რომ ეს ტყუილი სიმართლედ იქცა.

 

მომართეთ გონება სასურველი მიზნისკენ – დაფიქრდით რა გსურთ ყველაზე ძალიან და შეიგრძენით ისე, თითქოს უკვე მიაღწიეთ დასახულ მიზანს. როდესაც ერთხელ მადონას ჰკითხეს, ვინ იყო ის, ვიდრე მადონა გახდებოდა, მან უპასუხა, რომ მის გონებაში ის ყოველთვის ასეთი იყო.

 

დააყენეთ საკუთარი თავი პირველ ადგილზე – დააფასეთ ის, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ. თუ საკუთარ შესაძლებლობებს თავად არ დააფასებთ, მას სხვა ვერ დაინახავს.

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment