„უცნაური მეხსიერება ჰქონდა, მისთვის რთული იყო რაღაცების დამახსოვრება, მაგრამ კარგად იმახსოვრებდა ადამიანის დაბადების, გარდაცვალების, ქორწინების თარიღებს და ყოველთვის წინასწარ გვახსენებდა თუ ვისი დაბადების დღე ახლოვდებოდა… დაუნის სინდრომი ჰქონდა… შარშან გარდაიცვალა აპრილში, ორმოცდაცამეტი წლის“ – იხსენებს დას ცნობილი ხელოვანი გურამ წიბახაშვილი.
გურამ წიბახაშვილი: „გადავწყვიტე ჩვეულებრივი ტრადიციული წლისთავის ნაცვლად გამოფენა გამეკეთებინა. წლისთავი ხომ ადამიანის ხსოვნის საღამოა, ვიფიქრე, რომ გამოფენა უფრო დასამახსოვრებელი იქნებოდა. ფოტოებიდან ნაწილი ჩემი გადაღებულია, ნაწილიც საოჯახო ალბომიდან არის და ასე ყვება ერთი არაორდინული ადამიანის ისტორიას… რომელმაც იცხოვრა მოდი ასე ვთქვათ, სპეციფიკური, მაგრამ სავსე ცხოვრებით. აქვეა ტექსტები დართული, მინდა საზოგადოებას ვაჩვენო თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ ადამიანების ჩართულობა სოციუმში, ამ მიზანს ემსახურება, ეს არის გამოფენა საზოგადოებისთვის…
–ვინ დაგეხმარათ ამ გამოფენის ორგანიზებაში ?
-ორი მნიშვნელოვანი ნაწილია, ერთი დარბაზი, რომელიც ევროპის სახლმა დიდი სიამოვნებით დამითმო და მეორე ქალთა ფონდი, რომელმაც საშუალება მომცა დამებეჭდა და ჩარჩოში ჩამესვა ფოტოები. ისინი რომ არა მე ამას ვერ გავაკეთებდი.

თამარ კიკნაველიძე, ორგანიზაცია ალტერდრამას ერთ–ერთი დამფუძნებელი: გამოფენა ევროპის სახლში 28 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. ეს ფოტოები ძალიან კარგად ასახავს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ურთიერთობა და ძალიან კარგად აღწერს ამ სინდრომის მატარებელი ადამიანებისთვის დამახასიათებელ სითბოს.
რომ არა ქალთა ფონდი ეს გამოფენა ვერ გაიხსნებოდა. დღევანდღელი საღამო საქველმოქმედო ხასიათს ატარებს, თუ ვინმეს გაუჩნდება ამ ფოტოების შეძენის სურვილი თანხა მოხმარდება ისევ კეთილ საქმეს, რომ დავიქირავოთ სივრცე, წარმოდგენა გავმართთოთ და ვითანამშრომლოთ ბავშვებთან. ჩვენი ორგანიზაციის მიზანია ხელოვანებსა და შშმ პირებს შორის პროფესიული ურთიერთობა შედგეს…
ძალიან დიდი მადლობა ბატონ გურამს ქალთა ფონდს თქვენ ჟურნალისტებს რომ გაგიჩნდათ სურვილი ჩვენს ორგანიზაციას გვერდით დადგომოდით.

ლევან ცომაია
