სიღრმისეული ცოდნა, ანალიზის უნარი და გონიერებაა საჭირო, საკუთარი ემოციები რომ მართო.
წინდახედულების უნარი, აუცილებელია მომავალი ცხოვრებისთვის.
წარსულის ტკივილი, სიხარული და წარმატება გასწავლის და გაძლევს შანსს, სწორად გათვალო და დაგეგმო მომავალი.
ადამიანს არ უნდა დაავიწყდეს და უნდა გაითვალისწინოს მწარე გამოცდილება, რაც მან წარსულში იგემა.
ადამიანს, ვისაც წარსული ავიწყდება, მას მომავალი არ აქვს, ან, თუ აქვს, მთელი სისასტიკით ანგრევს.
კარგად უნდა გაიხსენო და გაიაზრო შენი წარსული. უნდა გაიხსენო ყველა ის ადამიანი, ვისთანაც ურთიერთობა გგქონდა.
ცხოვრება აუცილებლად გამოგცდის და მოგცემს შანსს. შენ ყველაფერი უნდა გააკეთო გამოიყენო ეს შანსი.
წარსული ხიდია მომავლის.
წარსულმა უნდა შეგიქმნას მომავალი.
როგორც კი დაივიწყებ ვინ იყავი და საიდან მოდიხარ, იმწამსვე დაინგრევა შენი მომავალი.
რთულია საკუთარი თავის გვერდიდან დანახვა, მაგრამ უნდა შეძლო, ასე უფრო მყარად იჭედება შენი მომავალი.
ჩვენ ხშირად მოვლენებს ვხედავთ ისე, როგორც ჩვენ გვინდა და არა ისე, როგორც სინამდვილეშია.
ადამიანებს ხშირად ეკარგებათ რეალობის შეგრძნება და ვერ ირგებენ იმას რაც მიეცათ.
ზე გონიერი ადამიანი, მხოლოდ მაშინ შეიცნობს საკუთარ თავს, როცა გონისმიერად დაიწყებს დაკვირვებას ადამიანებზე, გაავლებს პარალელს წარსულსა და აწყმყოს შორის.
არსებობს ნიჭიერი ადამიანი, რომელიც არ არის წინდახედული, ვერ აფასებს თავის შესაძლებლობას, შექმნილ მდგომარეობას და თავისუფლებას.
ასეთი ადამიანი გონს მოეგება და მიხვდება ჭეშმარიტებას, როცა ყველაფერს დაკარგავს.
გიორგი ჯაჯანიძე