– როცა ვცდილობ რამე მამოტივირებელი გავაკეთო/დავწერო – თავის ქებაში და ამპარტავნებაში მითვლიან
– თუ ვინმეს ცოდნას ვუზიარებ – ჭკუის სწავლებაში
– თუ ვინმეს ვასაქმებ – მერე სადმე რომ ამით “ვიმარიაჟო” ამას მაბრალებენ
– ინტროვერტობას – უჟმურობაში, სოციალურობას – ფამილარობაში
– ღიმილს – დაცინვაში, კომპლიმენტს ვინმეს “დაკერვის” მცდელობაში…
– ქველმოქმედებას – საკუთარი თავის “პიარში” (ჩუმად უნდა აკეთოო, აბა მაგალითს ბებიათქვენი მისცემს და ჩასართველადაც ბებიათქვენივე მოუწოდებს)
– პირდაპირობას – თავხედობაში, დიპლომატიას – ვაზელინობაში…
ჰოდა, ამის მერე ვინმეს კიდევ უკვირს – ფეხებზე რომ მკიდია სტერეოტიპები, ამავე სტერეოტიპების შემქმნელი თუ გამზიარებელი ხალხიანად? :დ
მორალი: ხალხის მოსაწონს მაინც ვერაფერს გააკეთებ და მთავარია შენ მაინც მოგწონდეს.
ჰოდა, წლის შეჯამება!!!
2017 წელი რომ იყო ისეთი არ ყოფილა მგონი არცერთი! 2016 წელსაც იგივე ვთქვი, 2015-შიც, მაგრამ ფაქტი სახეზეა:
1. ვიმოგზაურე 17 ქვეყანაში, ამათგან ნახევარზე მეტში პირველად და მოვინახულე ისეთი საოცნებო ადგილები, როგორიცაა: შრილანკა, ნეპალი, ინდოეთი, ჩინეთი, ჰონგ კონგი, ყატარი, ლიბანი, ბოსნია, სერბეთი, ბერლინი, ა.შ. ჯამში ნანახი მაქვს მსოფლიოს დაახლ. მესამედი ))
2. დავფარე მეორე ბინის სესხი, ანუ გავანულე ყველა საბანკო ვალდებულება
3. ორჯერ ვიყავი სამუშაოდ საზღვარგარეთ: პირველად – ლექციების წასაკითხად რუმინეთში, მეორედ ინდოეთში
4. ჩავატარე 10-მდე საჯარო ლექცია, დავატრენინგე 15-მდე ორგანიზაციის თანამშრომლები
5. გავაქირავე მეორე ბინაც და კიდევ ერთი შემოსავლის წყარო შემოვიმატე
6. დავიწყე ჩემი პირადი ბიზნესი, როგორც იქნა! ტურისტული კომპანია WeTravel.ge, რომელიც გახსნის დღიდანვე წარმატებით ოპერირებს ბაზარზე
7. შევიძინე რამდენიმე ძალიან საყვარელი მეგობარი და ჰოი საოცრებავ, პირველი წელია, როცა ძველებიდან არავინ წასულა “მარილზე”
8. ჩემს ბლოგზე, თუ მომწვევ გადაცემებში, ყვითელი თემატიკა გადაწონა ადამიანების უფლებებმა, ქველმოქმედებამ, შემეცნებამ და მსგავსმა კარგმა თემებმა ))
9. დავიწყე ქველმოქმედება, აქტიურად. პირველი ნაბიჯი იყო – ფონდის შექმნა და ათამდე ადამიანის სამოგზაუროდ დაფინანსება, მათი, ვინც ამას თავისი ხარჯებით ვერ ახერხებდა
10. მქონდა ჩემი გადაცემა, საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ზაფხულის ბოლომდე
11. გადაჭარბებით შევასრულე დედასთან ერთად მოგზაურობის გეგმა, ერთის ნაცვლად – ორჯერ გავედი ქვეყნიდან
12. ბლოგის გვერდის მომწონებელთა რიცხვი, გაიზარდა 28 ათასიდან 71 ათასამდე! (დაგეგმილი იყო 42000)
13. დავანებე თავი მოწევას!!!
14. განვაახლე ვარჯიში და დავიწყე ფორმაში ჩადგომა, ველოსიპედით სეირნობების გეგმაც შევიმუშავე.
15. აქტიურად მოვკიდე ხელი ესპანურს და “ინთერმედიეითამდე” აღვიდგინე/ვისწავლე
16. გავხდი სეუს ასოცირებული პროფესორი, გამიორმაგდა საათები იბსუში და დავემშვიდობე ჩემს საყვარელ ილიაუნის, დაბრუნების პირობით!
17. ბლოგზე საშუალო თვიურმა რიჩმა არც მეტი არც ნაკლები – მილიონი შეადგინა!
18. დავასრულე სახლის რემონტი, საბოლოოდ
19. ბლოგმა ყველა წინა წლის ისტორიაში, მიიღო ყველაზე მეტი კომერციული დაკვეთა
20. გავაკეთე ის, რაც ვერასდროს წარმომედგინა: ვიქორწინე! ))
რავიცი, მეტი დროც არ იყო, მაგრამ ამასაც რომ ვკითხულობ ბედნიერებით ვივსები, როგორი ნაყოფიერი წელი მქონია.
თქვენც ამაზე ათჯერ მეტად პროდუქტიულ, წარმატებულ და ბედნიერ წელს გისურვებთ!!!
გურამ შეროზია