fbpx

ფრანგი ფოტოხელოვანი სვანური სოფლის გადარჩენას ითხოვს (ვიდეო)

ავტორი ნინო გონგაძე
64 ნახვა
0 კომენტარი
0

„დანგრეულია მრავალსაუკუნოვანი სვანური კოშკები და უძველესი საცხოვრებელი სახლები, ნადგურდება შუასაუკუნეებში აშენებული ხელოვნების ძეგლები “- ისტორიული ადიშისთვის შველას ფრანგი ფოტოხელოვანი ითხოვს…

ეს ის ადიშია, რომლის სილამაზითა და სიძველით ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის 90-იან წლებში, იტალიელი ფოტოგრაფი და მთამსვლელი ვიტორია სელა მოიხიბლა. მაშინ იტალიელმა ფოტოგრაფმა ადიშში 14 კოშკი დააფიქსირა.

დღეს ადიშს ისევ უცხოელი ფოტოგრაფი სტუმრობს. ამჯერად საფრანგეთიდან. ფრენსის პრიმერსკი ისევე როგორც საუკუნეების წინ ვიტორია სელა სვანეთის მთებში ჩაკარგულმა ულამაზესმა სოფელმა აღაფრთოვანა, თუმცა, იტალიელი ფოტოგრაფისგან განსხვავებით საოცარი ნაგებობების ნაცვლად მას დანგრეული კოშკების გადაღება უხდება.

[ot-video type=”youtube” url=”https://youtu.be/e88MW6uoL-w”]

0 კომენტარი
0

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი